პოეზია · ლირიკა
სიტყვები
მე იმ ერთადერთ სიტყვას დავეძებ,ის ერთადერთი სიტყვა მიშველის,სიტყვა, ბგერებით გამოუთქმელი,ლექსიკონებში აღუნიშვნელი.რასაც ვერ დაშლის გრამატიკოსი,ფუძედ, თავსართად, თემის ნიშნებად,სიტყვა, რომელიც არ გაიყოფადა მარცვალ-მარცვალ არ დაიშლება.სიტყვა, რომელსაც სიტყვით ვერ ახსნი,სიტყვით ვერ იტყვი და ვერ გამოთქვამ.სიტყვა, რომელიც შედგენილია,დილის შუქიდან და საღამოდან.ის, ჩვეულებრივ, სიტყვების შუადევს პაუზად და მრავალწერტილად.დაბერებულან ჩვენი სიტყვები,როგორ დაღლილან და გაცვეთილან.ვერ შეისწავლი მათ ფონეტიკითდა ვერც წერილად მისწერ გულისსწორს,ეს ის სიტყვაა, ხმამაღლა თქმულისიტყვების იქით რასაც ვგულისხმობთ.მე იმ ერთადერთ სიტყვას დავეძებ,ის ერთადერთი სიტყვა მიშველის,სიტყვა, ბგერებით გამოუთქმელი,ლექსიკონებში აღუნიშვნელი.