↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბოლო დღე

ხარჩილავა ვახტანგ

2019-07-121 წთ საკითხავი951 ნახვა

—
ქანაობს მიწა და ირხევიანშემკრთალ მინდორზე მდგარი მწყემსები.აყვავებული ტანი ხეივნისირხევა ნელა და იწეწება.ქანაობს მიწა და აჩხრიალებსრიყეს, კუბოს და ხავსიან კრამიტს,ბნელდება უცბად და მოშრიალეცოცხლებს აშინებთ სიკვდილის ჩქამი.ქანაობს მიწა და არხევს მზისკენგაფრენილ ქედებს, ცას და ვარსკვლავებს.ჩვენც გვახსენდება, რომ არცთუ ისე,მყარად ვდგავართ და შიშით ვკანკალებთ.კანკალებს მიწა და მაღალ ძეგლებსერყევათ ტანი მძიმედ და მკვეთრად,მარადისობის სახელით შექმნილთ,იქნება დღესვე უმტყუნოთ ბედმა.დასაწყისია ეს დასასრულის,ახლის და ნორჩის, განუწყვეტელის,ჩვენც, კაცთა მოდგმა, უკვე ზრდასრულნი,მომავლის იქით აღმოვცენდებით,როცა მიაღწევს თავის სიმაღლეს,ხე კვდება, რადგან არ ძალუძს გაზრდა,და თუ მივდივართ, ჩვენც ნუ ვინაღვლებთ,დასრულებულა სავალი გზათა.შენ სტირი, ცრემლი გიდგას თვალებში,რომ სიყვარული ვერ მოვასწარით,მაგრამ დრო გავა და სხვა მხარეშიკვლავ აიგება ლურჯი ტაძარი.ცა განათდება სხვა მზით ნაქარგიდა ისევ შეცვლის დილა ღამეებს,იმ სიყვარულით, ჩვენ რომ დავკარგეთ,ერთმანეთს სხვები შეიყვარებენ.ქანაობს მიწა, ცეკვავს და როკავს,ნაპირებიდან ღამე გადმოდის,დარჩეს პატარა ბიჭი და გოგო,დანარჩენები ყველა წამოდით...ჩამკიდეთ ხელი, ჩვენ ერთად წავალთ,რამეთუ ერთად ვიყავით დღემდე,ჩამკიდეთ ხელი, ჩვენ ერთად წავალთ,რომ თითო-თითოდ დავბრუნდეთ შემდეგ.

ხარჩილავა ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი