↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ვისთვის უნდა იხედებოდეს ვინმე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი95282 ნახვა

—
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
ვისთვის უნდა იხედებოდეს ვინმედაუკმაყოფილებელი,მაგრამ დამორჩილებულითვალებით?რად უნდა გაიძახოდენ,რომ პოეტისთვისსაბრალო პოეტისათვისდღეს საქართველოშიადგილი არ არის?რად უნდა ოცნებობდენდაკარგული მიზნებითდაერთიმეორის მოწინააღმდეგეაზრებით?თქვენ გაიარეთქარიშხლიანი ღამე,თქვენ გწყუროდათ ბრძოლა...ნუთე ეს იყომხოლოდ ცარიელი სიტყვები?არ უნდა გეშინოდეს,როდესაც პროჟექტორისშუქი აპობს ღრუბელს.არ უნდა გეშინოდესღამის მოღუშულიჩრდილების.არ უნდა გეშინოდესზარბაზნების გრიალისაც კი.ქალაქები,სახლებში,ქუჩებშიარ უნდა ეძებო ის,რაც სამუდამოდდაკარგულია.(„დავტოვოთ წარსულდროებზე დარდი“).რად გვინდაწარსულის ნანგრევები?რისთვისაც მაინცდამაინცამ გადატეხების დროსმოგვინდასიმშვიდე დამოსვენება(ვისაუბროთუბრალოთ)?შფოთით და გრგვინვითმიანგრევენ კლდესა და ღრეებსრევოლიუციის ნიაღვრები.სპობენ, მარხავენ,ძველი ფორმების უძლურებას,რწმენას, სახეებს,ყველაფერს, რაც კისუსტია და გაუჩარხავი,ყველაფერს, რასაც ბატონობისჰქმნიდა ხარხარი...სხვა მხარე,ქცეული ლანდათა,სხვა კერა,რომელიც ენთება,თანდათან,თანდათან,თანდათანახალი ყოფნისთვის შენდება.
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი