↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ვიღაცა რეკავს ღამღამობით ზარს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95287 ნახვა

—
ვიღაცა რეკავს ღამღამობით ზარსმაღალ მთებს იქით, უხმო ღელეში,ხმას უდარაჯებს სივრცე უკუნიდა დაუცხრომელ ბარის გუგუნი,სადღაც შორს, შორს მიაქვს მთების ქარსდა ფანტავს ღამის ყრუ სიბნელეში.
არ მეძინება... ვისთვისმე ამ ქარსაგება თუ სურს ჩვეული წესის,წესის აგება თუ უნდა თორემ,რად დამწვა გული შენმა სიშორემ?ვიღაცა რეკავს ღამღამობით ზარს,ვიღაც მთებს იქით კვნესის და კვნესის!
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი