↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ზღვა წყნარია ნამეტანი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95286 ნახვა

—
ზღვა წყნარია ნამეტანი,თითქო სძინავს.და ბრინჯაო - ბავშვის ტანი,მზეზე ბრწყინავს.
მებადური მოსდევს ბადეს,ჟრჟოლავს წყალი.აღტაცებას ბავშვში ბადებსთევზთ ფართხალი.
გაქანება და დაცემაისმის მისი,ისმის მისი აღტაცებადა კისკისი.
ნაპირებზე თეთრი ნავიხედავს კარვებს,როგორ არხევს წყალს ნიავი,გულს იქარვებს.
იღრუბლება ეფირებინისლით მთებზე.„მგონი, ავდარს ეპირება!“სწუხს მეთევზე.
ქლიავისფრად შლილნი ფრთანიჰგვანან მინას,ზღვა წყნარია ნამეტანი,თითქო სძინავს.
1938
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი