↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ვის არ ახსოვს პატარა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-182 წთ საკითხავი95282 ნახვა

—
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
ვის არ ახსოვს პატარა,გაყინული უუძველესი სტამბები.მათ თვითმკვლელობით გაათავესთავიანთი სიცოცხლე.რადგან მათ ძარღვებში ფეთქდა წმინდაკონსერვატიული სისხლი, დაუმსახურებლად ამაყი.იგი, მართალია, ჩვეული არ იყო დამცირებისადა დამონების ატანას.ასოთამწყობები კი ცივსა და ნესტიან სარდაფებშილევდენ სულს.ჭლექი ახრჩობდა მათ.ვისთვის უნდა ეთხოვათ მათდამი მოახლოებულსიკვდილისაგან დახსნა?შიმშილი,წყურვილი,სიცივე,უბინაობა.მაგრამ ისინი ყველაფერს იტანდენ უძვირფასესისახელისათვის: კულტურა!გამოჩნდა რატაციონის მანქანის ლანდი.სარდაფებიდან მზეზე ამოვიდენ მუშები.რატაციონის მანქანა დადგა ჩვენიკულტურის სადარაჯოზე.ყველგან და ყოველთვისახალი წიგნებით, გაზეთებით და ჟურნალებითიბრძოლებს იგი ყოველი ტირანის წინააღმდეგ,რომელიც კი მოისურვებს მასზე მბრძანებლობას, სიტყვისსულის შეხუთვას,მისი თავისუფალი და ამაყი საომარი სიმღერის შეზღუდვას.არავითარი სხვისი ბატონური მზრუნველობამას არ სჭირდება.პირიქით -ის არ დაინდობს არავითარ ტრადიციას ძველსა და ახალს,რომელიც აბრკოლებს რევოლიუციონური საქართველოსმსვლელობას.რატაციონის მანქანაარის თავისებური უდიდესი პოეზია.ეს პოეზია აქ უფრო დამარწმუნებელია, მშვენიერი დადიდებული, ვინემ ბუნებაში.რკინისგზის სახელოსნოების მანქანების მუსიკაან რატაციონის მანქანის მუსიკა!..შენ ამას მიხვდები!შენთვის ეს გარდაუვალი ჭეშმარიტებაა...ეს რკინის სიმღერა - არის პოეზია ორი გიგანტის:ადამიანის გონებისა და დაუდგომელი შრომის.იგი კი არ მღერის, არამედ სჭექს.რატაციონის მანქანა სჭექს,რატაციონის მანქანა სჭექს.ვჭექოთ - ჩვენც.ვჭექოთ.ვჭექოთ.
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი