↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ვინც ევროპას გავამგზავრეთ

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95286 ნახვა

—
ვინც ევროპას გავამგზავრეთთუნდაც ცალკე, ერთად თუნდა -ყველა რაღაც უცნაურადარეკილი ჩამობრუნდა.
მედიდური უცხოელი -აწერია იმათ სახეს:უკუღმართი რამ ყოველიაქ სიკეთედ დაგვისახეს.
სინამდვილეს მოსდეს ხავსი,სიკეთე კი, შენაფერი -მეც ვეძებე, მაგრამ მსგავსივერ ვიპოვე ვერაფერი...
ერთადერთი ვიცი მხარე,სად თავს უფლად გრძნობს პოეტი:ნისლი რჩება საზღვარ-გარე -აქ კი მზეა: საბჭოეთი!
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი