↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ვინ იფიქრებდა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი95284 ნახვა

—
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
ვინ იფიქრებდა,რომ ამოდენაგრანდიოზულისაქმე გველოდა,ასეა ტემპი, ასეა დენარევოლიუციონურსაქართველოთა.ღამე უცდისთენებას,როგორც ნანატრშვენებას.ძმებო! იცით რა...დრო რად გავწირო?რამდენი გითხრათ...როგორ ავწერო?სითბოს მოშორდაიმისი შუბლიდა გრიგალისკენმიჰქრის - პირიქით.ვით პოლიუსზე,ნისლი და ღრუბლიიღვრება მღვრიექარის ლირიკით.გაჰყვები მას დადაგავიწყდებაყინულოვნებალოდების ცივის,თავდავიწყება,თავდავიწყება,თან თოვლი მოდის,თან ქარი წივის.მაგრამ ამ სუსხითფხიზლობს გონება,იგი ახლოა,მიწა!მთოვარი!და ახალ ქვეყნებსეპატრონებაავიატორიშეუპოვარი.როგორც აუზზეყრუჰაუ-უ-უ,ის გადაუარსამ აურზაურს.ის გადაუარსარააქაურსარარაობას,ო, არასოდეს აღარ დაუცდისსხვას არასოდეს.უ-უ-უ-უ-უ.მიზუზუნებსჰაეროპლანი.დაიპყრო მხარე,ყოველი მხარე.შეიჭრა, სადაცვეფხვია, სპილო.გაიპო მთები,გაჰკვეთა ქარიოკეანეთაგახია ტილო.დაჰქრის საზღვრებზეგაბედითებით,ამაყ სიზმრებით,დიდის დიდებით.მის გულს სწადიაახალი ღვარი,გამარჯვებათაოქროს საზღვარი.ო, საქართველოდაგჩაგრა ომმა,ბედს მიგცა მწარეს,ჭირს მიგცა მრავალს.აწ ნდობა მოგცესჰაეროდ მჯდომმაცხოვრების გზაზეფეხით მიმავალს.
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი