პოეზია · ლირიკა
ყაყაჩო
დღისით შენს ბაღში ვღიღინებ,ღამით ყვავილებს ვდარაჯობ,პირველად შენ გამიღიმედა მერე შენმა ყაყაჩომ.მთვარის ნათელზე ვიხილემწველი თვალები მებაღის,ახლა კი ბაღი იღვიძებსდა იზმორება ვენახი.ყაყაჩო მაგ შენი ბაღის,გიშრის წამწამა ყაყაჩო,მე ყოველ ღამით მეძახის,როცა შენს ფანჯრებს ვდარაჯობ.ვფიცავ ამ მიწის დიდებას,მარჯვენა გვიჭრის ვაჟკაცებს,მე ხმლით ავკაფავ მტრის რისხვასშენი თვალების კაშკაშზე.შენ ყვავილები ახარე,ვარდების მოვლას სხვა რა სჯობს,და გულზე გადამაყარემაგ შენი ბაღის ყაყაჩო!