↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნატერფალები

მამფორია ოთარ

2026-07-181 წთ საკითხავი1750 ნახვა

—
ამაოდ გეძებ, მაინც არ ვცხრები,თბილისში არ ხარ, ფიქრებს დავნებდი.დახურულია შენი ფანჯრები,როგორც ძილის დროს შენი თვალები. . .
ეს მეეზოვე, დილაადრიან,შენი სახლის წინ ხვეტავს ქვაფენილს.ახლა მე მასთან ყოფნა მწადია,მას ვესაუბრო, სხვა არაფერი.
არა, არ ვეტყვი, ასე თუ გეძებ,მხოლოდ მივალ და დავესალმები –და ვთხოვ ამ კიბის საფეხურებზედასტოვოს შენი ნატერფალები...
1953
მამფორია ოთარ

მამფორია ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი