↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სააკაძის ძახილი

მამფორია ოთარ

2014-05-121 წთ საკითხავი1757 ნახვა

—
ქართლის მიწა ჩოხის კალთით დამქონდა,მისთვის ღამე მითევია თეთრადა.სხვა მიწაზე შავი მერნით დავქროდიდა ჩემს მკერდში საქართველო ფეთქავდა.მარჯვენა და ხმალი ერთად მიჭრიდა,წინ მიძღოდა ჩემი მიწის ხატება,განსაცდელში ჩავარდნილს თუ მიჭირდა,მასზე ფიქრი ძალას მომიმატებდა.მაგრამ როცა დამილეწეს ბექთარი,ჩემი ხელით გადავტეხე მახვილი.ო, გული კი მანდ დავტოვე მფეთქავი,დაჭრილი ვარ, გესმის ჩემი ძახილი?ნოსტეს ციხევ! ნისლი მოგიხვევია,სამშობლოში გშვენის მხარგაშლილობა.ღრუბელი რომ ციდან მოგიხევია,მაგ ღრუბელით დამიფარე ჭრილობა.დაისრული ორჯერ ცრემლით გაგშორდი,გამწირეს და მოღალატეს მადარეს.ჩემი ხმალი, სისხლიანი, ნაბრძოლი,სამშობლოში ორბებს გამოვატანე.მხოლოდ ქარი არის სევდით მდაფნავი,გვერდით ძმები სისხლით შენაფიცარი,სხვა მიწაში მტანჯავს ჩემი საფლავი,არ მეცემა საქართველოს ცის ნამი,ამომიღეთ, მთები გადამატარეთ,მკერდზე მწველი ამაცალეთ ისარი,ქართლის მიწა გულზე გადამაყარეთ,იქ წაიღეთ ჩემი კუბოს ფიცარი.
მამფორია ოთარ

მამფორია ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი