↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

როცა ლექსს ვწერ

მამფორია ოთარ

2014-05-121 წთ საკითხავი1763 ნახვა

—
როცა ლექსს ვწერ, დილაა თუ ბინდია,საქართველო ჩირაღდანად მინთია.შავი ზღვიდან მოვარდნილი ქარი ვარ,ქოხის ბუხრის მუხის ნაკვერჩხალი ვარდა ამ მიწას ვეტრფი, როგორც მინდია.როცა ლექსს ვწერ, წვიმს თუ თოვლის ფიფქია,საქართველო კელაპტარად მინთია!დაცვარული ლოდები ვარ ვარძიის,გელათიდან აფრენილი არწივი,წინაპრების საფლავების მკოცნელი,ვაზის ჯვართან დამხობილი მლოცველიდა ზედაშით ავსებული ბარძიმი.რუსთაველის შაირი ვარ ართქმული,მახვილივით მტერზე წამომართული.დარიალზე მოხვეული ნისლი ვარ,ივერიის ჭრილობების სისხლი ვარ,და ცრემლებით გაბზარული ჩანგური.როცა ლექსს ვწერ, ვკოცნი მუზის იალქნებს,საქართველო მაღლა ღმერთთან მიმაფრენს.თეთრი მტრედის აფეთქილი გული ვარ,მარტო ლექსი, მარტო სიყვარული ვარ.ჯერ ცა ვარ და მერე ალბათ მიწა ვარხნოვანებით ამ სტრიქონის ხნისა ვარ,თუმცა წლები რაშებივით გარბიან.როცა ლექსს ვწერ, მზე არი თუ მთვარეა,საქართველოს გვედრი, წმინდა მარიამ!
მამფორია ოთარ

მამფორია ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი