პოეზია · ლირიკა
გაყიდული ძაღლი
წლები ტანჯვის და წარღვნისსასოწარკვეთით რეკდა,ძაღლის ბაზარზე ძაღლიშვილს გაუყიდა დედამ.და ლუკმაპურის ფასადგამოეთხოვენ ქარში,წასვლა უჭირდა ძაღლს დაცრემლებს ყლაპავდა ბავშვი.იმ ოთხ სუსხიან ზამთარსომმა არ გადაიღო,ძაღლი მობრუნდა, მაგრამშინ აღარავინ იყო...