პოეზია · ლირიკა
ყინვა
ააკანკალებს ყინვა ნაგაზებს,ბეღურა ცრემლებს ხეს დააპკურებს.აბა, ამაღამ გარეთ რა გაძლებსირგვლივ ატეხილ ყინვის კაკუნზე.
მცივანა ქარი ღრუბლის ნაფაზებსმიაბოლებს და ფიფქებს დაჰყურებს,და შეთეთრებულ მიწის დაფაზეჩამოვარდება მთვარის საყურე.
1956