პოეზია · ლირიკა
* * * ნიავი გირხევდა კულულებს ქერათმის
ნიავი გირხევდა კულულებს ქერათმის,გულისპირს გიხსნიდა მორცხვად.ღვთისმშობლის ხატებთან იდექი კელაპტრით,ჩურჩულით ამბობდი ლოცვას.ანგელოზ-უფალი გიქებდა ქალობას,ღვთაებრივ დედოფალს ქალთა.გესმოდა სამოთხის ჩიტების გალობადგუგუნი ქაშვეთის ზართა.ნერვივით გითრთოდა სხეული, ვამჩნევდი,ცრემლებიც შეგნიშნე თვალზე...იწვოდა გუმბათი ბებერი ქაშვეთისვარსკვლავთა კოცონის ალზე.ფერია მეფონე ჩაცმული შავებშ,ფერია, ოცნების ბაღის.ესვენა ღვთისმშობლის თოვლივით მკლავებში:იესო, პატარა ბალღი.მუხლებზე დაეცი ფრესკებთან ანაზდად,ვითარცა ირემი მოლზე.მადონა ფაზისის ცასავით განაზდაფერმკრთალი სანთლების ფონზე.გარშემო აკლდემის სიჩუმე დამკვიდრდა,ნელნელა ინათა გარეთ.ნელნელა ზეცაზე მონასტრის სარკმლიდანმოჩანდა ნამგალი მთვარე.