↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მამული

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2009-10-121 წთ საკითხავი106463 ნახვა

—
ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველაარ გავიარე – რაა მამული?!წინაპართაგან წავიდა ყველა,სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული.
გაშალა ველი ნელმა ნიავმა,და მელანდება მე მის წიაღშიმოხუცი მამა, მოხუცი მამასასხლავით ხელში დადის ვენახში.
აქ თითო ლერწი და თითო ყლორტიმასზე ოცნებას დაემგვანება!ისევ ამწვანდა მდელო და კორდი!..დავდივარ… ვწუხვარ და მენანება!
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი