↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მამია გურიელის საფლავზე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
თავ-დახრილი, მწუხარე, ვდგევარ მე შენს საფლავთან,ცოცხალთ სამყოფ-ბინისგან უნუგეშოდ ლტოლვილი,და ფიქრები გარშემო ირევიან თანდათან,ვდგევარ აქ ყველასაგან დევნილ-უარყოფილი..
და საფლავში მდებარე, უფრო ახლო ხარ ჩემთან,ვინემ ცოცხალთა გუნდი, ეგ გუნდი გარეწარი.მინდა ბევრი რამ გითხრა, რის თქმას ვერ ვბედავ სხვებთან,მაგრამ შენც დავიწყების გფარავს შავი ზეწარი..
მოგატყვილა ცხოვრებამ და სამარემდე გდევნა,წაგართვა ყველაფერი, ჩაგიქრო ყრმობის დილა,მხოლოდ ერთი სიკვდილის, მარადისობის ხვევნაცხოვრებამ ვერ მოგისპო, ყოფნამ ვერ დაგიჩრდილა.
ოჰ, მაინც მეცოდები, საშინლად მეცოდები,ტკბობა და ნეტარება სიცოცხლეშივე გსურდა,ქვეყნათ ვერ მოისმინე თანაგრძნობისა ხმები,და მომავლის იმედი ისე გაგინადგურდა..
1910
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი