↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მაისმა ისევ მომიტანა ლაჟვარდი ზღვები

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
მაისმა ისევ მომიტანა ლაჟვარდი ზღვები,მოგონებათა სიხარული და უხვი გრძნობა,წამომყვა ზვირთის მშფოთარება და მზეთა დნობა,თავს არასოდეს ისე არ ვგრძნობ, ვით გრძნობენ სხვები.მე განვიცადე ოკეანე, შორი ყინული,მათი სიმშვიდე, მათი ვრცელი აურზაური,ჩემს სამშობლოშიც აღტაცებას ვგრძნობ მეზღვაური,ისევ სიმშვიდის სიხარულით შემორკინული.
1922
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი