↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "შენთვის სისხამზე გადაიხსნა ლურჯი ცის კარი"

ბულისკერია მანონი

2011-08-121 წთ საკითხავი453 ნახვა

—
შენთვის სისხამზე გადაიხსნა ლურჯი ცის კარიდა ამ მიწაზე რა ღიმილი დაგაკავებდა.მწვანე თვალები ერთდროულად მზეს და კალენდარსმიეყინა და ახლა დროის სრბოლა მრისხანებს.აბა, რა იცი, როგორმა ცამ დამაიმედა,გზაჯვარედინზე მარტოდმარტო რატომ ვრჩებოდი...სულის ღიობში ფორიაქი სევდად შემოდისდა სულ ეს არის, რაც ცხოვრებამ გამოიმეტა,მაგრამ... ხომ არის ღამე, არის გრილი სისხამი,ტკბილ-მწარე სევდის დღეები ხომ შერჩა კალენდარს.შენთვის, ღვთის ნებით, გადაიხსნა ლურჯი ცის კარი.ასეც ვიცოდი... ღიმილი რას დაგაკავებდა!

ბულისკერია მანონი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი