პოეზია · ლირიკა
*** "მე გეტყვი"
მე გეტყვი, ცაო, თუ დამიჯერებ,იმან გაგწირა დღესაც, ვინც ასეგეიმედება... შენი სილურჯესულ ჩამოზიდა წვიმამ მიწაზე.და მიხარია, მწვანე მინდორზევდგავარ და გამღვრევ თეთრი ხელებით.აგაწიოკე... უკვე დღეიდანვერ გადმომხედავ ყელმოღერებით,ვერ მეტყვი, ცა ვარ, გამეცალეო...შენ სიამაყემ შენმა დაგცარა.განრისხდი, ცაო, ხომ ხედავ, წვიმამმიგატოვა და ჩემზე გაგცვალა.