პოეზია · ლირიკა
*** "მერე რაა"
მერე რაა, თუ ისევ ლექსებს ვწერთდა მზის ამოსვლას ვხვდებით ფანჯრებთან.რა მოხდა მერე, თუ უსაშველო,ერთი ლამაზი ფიქრი დაგვჩემდა.ცას შევალეწეთ ბოლო აკორდიდა სულ ეს იყო გასხივოსნება.ისეთი სევდა ჩადგა სიტყვებში,არ გვაღიარებს ეს დრო მგოსნებადშეშლილებს, ლოთებს, ამპარტავანებს,სულით ავადმყოფ ამაყ უპოვართ.ზოზინით მოძრავ დედამიწაზეჩვენი დიდების ჩრდილი უფრო ვართ.მერე რაა, თუ ვცოცხლობთ ერთისთვის.რა მოხდა მერე, თუ სიგიჟეაერთი ლექსისთვის ერთხელ სიკვდილი...და ფრთების გაშლას როცა გვიშლიან,მოხაზულია უკვე ირაო,ჩვენ მზის ამოსვლას ვხვდებით ფანჯრებთანდა ვიცით, აღარ დაგვანებებენ,ისეთი კარგი ფიქრი დაგვჩემდა.