პოეზია · ლირიკა
შენც ხარჯიხვივით შემართე რქები
ფარვანასავით დაიწვაო -ასე ამბობენ სიყვარულით დახოცილებზე.. . .ფრთების ბრალია, გაგიჟებულ ფრთების ბრალია! -ფრთებს მიაქვთ გული ცეცხლისკენ და აღსასრულისკენ;ფრთები და ცეცხლი მიიწევენ ერთმანეთისკენ -ჩახლართვისაკენ, ჩაწვისაკენ, ჩანავლებისკენ;მათ უნდათ იგრძნონ ერთმანეთი და განადგურდნენ.
ქალის სიცილმა დაგათრო, ალბათ,შენ ხომ მის სიცილს საშინელი სიხარბით სვამდი;ქალის ღიმილმა დაგათრო, ალბათ,შენ ხომ მის ღიმილს საშინელი წყურვილით სვამდი;
შენც ხარჯიხვივით შემართე რქები,კლდეზე მეტოქის გადასაგდებად;მაგრამ შენ ისე მთვრალი იყავი,რომ ვეღარაფერს ვეღარ ხედავდი -დაბარბაცდი და გადაეშვი მაღალი კლდიდან.. . .ფარვანასავით დაიწვაო -ასე ამბობენ სიყვარულით დახოცილებზე.