პოეზია · ლირიკა
ქრონიკა
ჩვენს ირგვლივ დიდი საიდუმლოს სამფლობელოა,ვინ შეგვახედებს იმ სამეფოს ჭუჭრუტანაში?!. . .დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა.სამედიცინო ექსპერტებმა მიკაფ-მოკაფეს,გულიც გაუჭრეს, ფილტვიც, ღვიძლიც, თავშიც ჩახედეს;სისხლიც გასინჯეს, გამორიცხეს ტრომბის ფაქტორი...ბევრი ეძებეს, მაგრამ ამაოდ -სიკვდილის მიზეზს ვერ მიაკვლიეს.ასეც ჩაწერეს ბოლოს ოქმში -ვეძებეთ და ვერ ვიპოვეთო.... წინა დღეებში მეგობრისთვის შეუჩივლია:ძილში ირინე არა მშორდება,სულ ხელს მიქნევს და სულ შემომძახის:- წამოდი ჩემთან, ადე, ვიდრე გათენდებაო;გამეღვიძება, დამეძინება - კვლავ იმას ვხედავ!..ირინე მისი მეუღლე იყო -ათი წლის წინათ დაიღუპა კატასტროფაში.. . .ჩვენს ირგვლივ დიდი საიდუმლოს სამფლობელოა,ვინ შეგვახედებს იმ სამეფოს ჭუჭრუტანაში?!