პოეზია · ლირიკა
ბიჭიკა ქურხული
შენ ისე მოჰკვდი,გრიგალი რომ ჩადგება ხოლმე,დაგასაფლავეს, როგორც გრიგალს ასაფლავებენუკიდეგანო ტრამალები და დიდი მთები.თუმცა... არც მთები, არც ტრამალები -ჩვეულებრივი საფლავი გეყო,შენ და მედოლე ილარიონასგვერდიგვარდ გერგოთ ძვალშესალაგი -მანდაურ წყვდიადს და აქედან წაღებულ სევდასილარიონი გაგიქარვებს დოლის ბრახუნით.