პოეზია · ლირიკა
დასასრული
გაბრწყინებულა სალომე მზის უკანასკნელ სხივით,გადაუვლია სიყვარულს, გულების ჟივილ-ხივილს,გადაუვლია სიყვარულს - დიდი არწივის ყივილს.. . .სულ ცოტა დარჩა დასასრულამდე,ცოტაც და, ჩვენს მზეს სული ამოუვა;მდინარეებიც გაჩერდებიან, - დავიქანცეთო, -დაიჩივლებენ;ჩვენი ქარებიც დაიძინებენ,ჩვენი სარკმლებიც ჩაღამდებიან.ყველაფერი ჩათავდება, ჩანავლდება, ჩაქრება...მეხსიერებაც, რასაც ჟამისგანგანწირულები თავს ვაფარებდით;მეხსიერებაც - სადაც დევნილნი,ცივ და წვიმიან ამინდებში ვიყუჟებოდით;მეხსიერებაც რკინის ფარცხით ჩაიფარცხება.არ შეგეშინდეს! მზე ჩაქრება, მთვარეც ჩაქრება,მდინარეებიც გაჩერდებიან,ვარსკვლავებიდან ძირს ვეშვებით, არ შეგეშინდეს!. . .გაბრწყინებულა სალომე მზის უკანასკნელ სხივით,გადაუვლია სიყვარულს, გულების ჟივილ-ხივილს,გადაუვლია სიყვარულს - დიდი არწივის ყივილს.