პოეზია · ლირიკა
გაბოს ზარნაშო, პაპა გიგია და დიდგორული ქარიშხალი გაესაუბრნენ
მამალი აღარ ყიოდა, ეტყობა, მოკვდა.ძაღლი აღარ იყეფებოდა, ეტყობა, მგლებმა შეჭამეს.კვდებოდა გაბო - უკანასკნელი მკვიდრი სოფლისა.თოვლმა ამოქოლა სარკმლებიდა ავადმყოფმა აღარ იცოდა - გარეთ დღე იყო თუ ღამე იყო.სიბნელითა და დუმილით ჰქონდა გამოტენილი პირი და მზერა.ავად იყო - ავი დევი ბობოქრობდა მის გულ-გვამშიდა გარეთ დევნიდა გაბრიელის სულს.სიცხისგან გათელილ ავადმყოფს ზარნაშომ შემოჰკივლა...კიდევ და კიდევ გამეორდა შემოკივილი.გაბო მიხვდა, რომ მას ზარნაშო კი არა,სიკვდილი შემოჰკიოდა:- ნუ გეშინია, შენკენ მოვდივარ,მე გამოგიხსნი მაგ სიბნელიდან!..ზარნაშო რომ მიჩუმდა,ახლა ოცი წლის წინათ გარდაცვლილი პაპა გიგია გამოელაპარაკა:- ჰკვდები, გაბრიელ?..აბა, შენ იცი, კაცურად მოკვდი!ტან-ფეხი გაშალე, სახე დაილაგე,სიკვდილს მოკუნჭული და ელდანაჭამი ნუ დახვდები!დაუამრხავი არ დარჩები. გზა გაიხსნება -ან მონადირე ჩამოივლის, ანდა შვილები მოგაკითხავენ.სახლის კარები მაგარია, მანდ ნადირი ვერ შემოაღწევს......მერე დიდგორის ქარი გამოელაპარაკა გაბრიელს,მაგრამ ქარს უკვე აღარავინ უსმენდა...