↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დროს დაედევნა დეიდა ელენე

წიკლაური მამუკა

2011-08-121 წთ საკითხავი2737 ნახვა

—
გარდაიცვალა დეიდა ელენე -თითქოს სიკვდილმა გამოაღვიძა,დაფეთებული გამოვარდა ძილ-ღვიძილიდან.წასულიყო სიყმაწვილე -დედის კალთაში ჩამთბარი ელი-ელენე,წასულიყვნენ სიმღერები და თამაშობები -პატარა ელი რომ მღეროდა და თამაშობდა;წასულიყო პატარძალი ელენე -სილამაზით და სიყვარულით განათებული;წასულიყო ქმარიც, მჭედელი თედო -სულ რკინის სუნი რომ ასდიოდა,თავის ბუდეს რომ არწივივით დასტრიალებდა;დაცლილიყო "ელენეს ქალაქი", -აღარც მერცხლები იყვნენ,თბილ ქვეყნებისკენ გაფრენილიყვნენ....მოკვდა კი არა, გამოიღვიძა -თითქოს სიკვდილმა გამოაფხიზლა,დაფეთებული გამოვარდა ძილ-ღვიძილიდანდა უკვე წასულ დროს დაედევნა -თავისებური, საქმიანი წაცუხცუხებით.

წიკლაური მამუკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი