პოეზია · ლირიკა
* * * ოდნავაც მაინც გამიგე, ირმა
ოდნავაც მაინც გამიგე, ირმა:შევცვალო იქნებ ცხოვრება რთული.მომწყვიტა გული ლოდინმა ხშირმა,ლოდინმა ხშირმა მომწყვიტა გული.დაიწყო უკვე ფოთოლთა ცვენა,მერედა, როგორ უღმერთოდ გნატრობ.მირჩიე რამე... მომეცი რწმენა...ამქვეყნად შენღა შემომრჩი მარტო!