↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩვენში და მათთან

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
რას, რას იპოვიაქ საზღვარგარედ,რომ ის ჩასთვალომზედა და მთვარედ.არ ღირს მსოფლიოსმთელი სიმდიდრეერთ გაქროლებასამშობლო მხარედ.
იქ ხომ გზა ცრემლითარ ინამება,არც სივრცეებზესწუხს შეღამება;ჩვენში არც მწარემარტოობაა,არც სასიკვდილოარის წამება.
სტუმართმოყვარეჩვენ გვაქვს სახლები,მათ ხალისიანღიმს ეახლები;დეე შორიდანკიოდეს ჭოტიდა თავგადაკვლითყეფდენ ძაღლები.
ჩვენი გზა ცრემლითარ ინამება,არც სივრცეებზესწუხს შეღამება.დიდი ხანიაგათენდა, გულო,დიდი ხანიაგაჰქრა წამება.
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი