↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩუმი შრიალით ხის ფოთლები მეგებებიან

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95269 ნახვა

—
ჩუმი შრიალით ხის ფოთლები მეგებებიან,უსიზმრო ძილში ღრმად გართულან ალვის ხეები;მტრედისფერ ცაზე მიბნედილნი ვარსკვლავნი თრთიან,განსასვენებლად მთებს დართხმიან ცის კიდეები.ცხოვრების ზვირთთა დაუცხრომელ ტრიალის შემდეგ,ყრუ სასაფლაოს მომაგონებს სოფელი მთელი,სადაც სულდგმულნი არ იძვრიან გრძნეულ ძილიდან,მყუდროებაა და სიმშვიდე შეულეველი.ბუნებავ ტკბილო! ვურიგდები ჩემს ამნაირ ხვედრს,შენ შეითვისე და შეიტკბე მწუხარე შვილი!უთხარი ნანა, როგორც დედა ეტყვის თავის შვილსდა მოასვენე შენს გულმკერდზე ღონემიხდილი,რომ მარტოობის დამთრგუნველ და დამღუპველ ჟამად,ჩემს სულს იდუმალ და შეუმჩნევ სიამეს ჰგვრიდე.განსაცდელშია დამსხვრეული და ცივი სული,მიუალერსე ავადმყოფ გულს და დაამშვიდე.
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი