↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩვენი შავი ზღვა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95269 ნახვა

—
ამ სტრიქონებს ვწერ...ზღვა იღვიძებს, ვით ფიქრი ჩემი.მის ხერხემლებზეყორნის ფერი ქანაობს გემი.ზღვა იშმუშნება,როდესაც ვწერ მე ამ სტრიქონებს,თითქო რაღაცააგონდება და ვერ იგონებს.უფრო და უფროიღუშება ზღვა ტყვიისფერი,ზღვას მრისხანებისემატება ტალღა ძლიერი.მაღლა, სულ მაღლაიწევს მძაფრი ტალღათ კრებული,ღმუის, ნაპირებსეხეთქება გააფთრებული.ღრიალებს, გმინავს,როგორც მხეცი გულგანგმირული,დაუნდობელი,უშიშარი და განწირული.უსაზღვრო არისზღვის ბრაზი და თავგამეტება,შორეულ მანძილსგადამტეხი მეხი ედება.დაუცხრომელი, შემზარავიმისი განგაშიისმის სახეთა მოღრუბლვაში,გემთა კანკალში.
1940
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი