↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემი წილი სითბო

ჩიკვილაძე მარი

2025-02-131 წთ საკითხავი7024 ნახვა

—
ფიქრმა მომიტაცა, მომერია... (ხმამაღლა ვდუმვარ)იქაც მიყვარხარ, სიცივისთვის არ გამემეტე,უსასრულობამდე ჩაგიფიქრე, შენთან ვარ - თუ ვარ,ეს ყოფნა ზღაპრად მეჩვენება ათასმეერთე.
არ მეშინია უთავბოლოდ მიყვარდე, ცამდევარ გამჭვირვალე - ვმთავრდები და ისევ ვიწყები,მეღიმილება კადრი - თითქოს ღრუბლებს ვკეცავდედა მასში ერთად ვეხვეოდეთ თავდავიწყებით.
ვხარობ, ზეცაში ავიშენე ახალი ბუდე,გამოვიგონე ჩემი დრო და განზომილება,დედამიწიდან თბილ ქვეყნებში გადავიბუდე,იქ არასოდეს არ მცივა და არ მეტირება...
ფიქრი გამეფანტა, დაგიბრუნდი, ხანდახან ვდუმვარ,მორცხვი ბავშვივით, ფეხაკრეფით გიმზერ და ვთბები,მე მთელი სითბო დავუტოვე შენთვის სასთუმალს,და ტანზე აისშემოკრული ფრთხილად ავდგები...
ჩიკვილაძე მარი

ჩიკვილაძე მარი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი