↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შემოდგომის ფრაგმენტი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
ოჰ! ეს ფოთლები, ფენილი ქარით,ეს მწუხარე და ნაზი ზმანება,ეს ყვავილები, ეს ცა, მითხარით,არავის თქვენგანს არ ენანება?
ჰაერი ოხრავს ფოთლების ფენითღონემილეულ მზის დაღალვაში,და ბილიკებზე წყნარი მოწყენითდაბინდულ წყვილად მიდის ქალ-ვაჟი.
ცხოვრობდა ვინმე... გულში ფარულიუთრთოდა ციურ შუქთა კამარა:ამქვეყნად სურდა მას სიყვარული,მაგრამ ვერავინ ვერ შეიყვარა!
იყო მეორე: დასწვეს, დადაგესვნებებმა მისი მხურვალე გული,როდესაც ვარდთა სისხლიან ბაგესეწაფებოდა თვალდახუჭული.
ამ დღეებს მისდევს ჩუმი განდობა,ფერფლდება თვალთა ბანოვანებადა ასე მჭკნარი ახალგაზრდობანუთუ არავის არ ენანება?
ჰაერში ოხრავს ფოთოლთა ჩრდილი:სწუხს ლაჟვარდების მსუბუქი ქაფი: -და შემოდგომის გზებზე დაღლილიმიდიან - გრეი და ზეინაბი.
1916
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი