პოეზია · ლირიკა
ბავშვი უკრავდა
ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით,უცახცახებდა პატარა მხრები.გარეთ კი თვითონ ბუნების ნებით,თავგანწირულად დნებოდა თოვლი.
ჩნდებოდა მიწა, სველი და შავი,როგორც დაწრეტილ მდინარეს ფსკერი.და ხეებს, თუმცა არ ედოთ ფერი,მაინც ამაყად ეჭირათ თავი.
ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით,ხოლო მუსიკა, ქარივით ლაღი,ჭაღს აწყდებოდა და დიდი ჭაღიცთრთოდა მუსიკის უცნაურ თრთოლვით.
ირგვლივ უძრავად ისხდნენ სტუმრები,და სტუმრებისთვის უხილავ ცაშიმსუბუქი ფრთებით მიქროდა ბავშვიდა სხეულს ვეღარ გრძნობდა სრულებით.