↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხსოვნა (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი)

ჰიოლდერლინი ფრიდრიჰ

2012-08-122 წთ საკითხავი873 ნახვა

—
ნორდ-ოსტი დაჰქრის,უსაყვარლესი ქართაგან ჩემდა,რადგანაც კეთილ გზას და მგზნებარესულს მიანიჭებს შორ ზღვაში გასულთ.მაგრამ აწ გასწი და მიესალმემშვენიერ გარონსდა ბორდოს ბაღნართ,სადაც მიჰყვება ნაპირს ციცაბოსბილიკი ვიწრო და ნაკადულიზათქით ეცემა ძირს მდინარეში,ზემოთ კი ნეფე-დედოფალივითგადასცქერს სივრცეს სპეტაკი წყვილიმოვერცხლისფერო ალვის და მუხის.
და ჯერაც ისევ მახსოვს დღესავით,თუ წვერგანიერ, ტანმაღალ მწვერვალთროგორ ზნექს ქვემოთ მძიმე რცხილნარიმათ ძირში მდგომი წისქვილისაკენ,რომლის ეზოში ლეღვის ხე ხარობს,დღესასწაულზე,აბრეშუმივით ფაფუკ მიწაზეიქ ხორბლისფერი ვლიან ქალები,მირკანის თვეში,ოდეს ღამე დღეს უტოლდებადა მოტაატე ბილიკთა ზემოთოქროს სიზმრებით დამძიმებულნი,მწუხრის სიონი მინანაობენ.
მაგრამ მომაგოსაწ ვინმემ თასი სურნელოვანიდა ავსებული უბნელეს ნათლითგანსასვენებლად, რადგანაც ძილიძვირფას ჩრდილებთან ტკბილია ეგზომ.არ არის კარგი, თუ საფიქრალნი ამქვეყნიურნისულს დაგიშრეტენ. და სასიკეთოარს საუბარი და გამჟღავნება გულისნადების,კვლავ გახსენება სიყვარულის დაუკვე გარდავლილ, დიად საქმეთა.
სადღა არიან თუმც მეგობარნი?ბელარმინი, მისი მეგზურნი?ზოგს იპყრობს შიშისათავესთან მიახლოების.ხოლო სიმდიდრეზღვაში იღებს მხოლოდ სათავეს.როგორც მხატვრები, იქ აგროვებენმშვენებათ მიწის და არ უკრთიანფრთებშესხმულ ბრძოლას და გაშიშვლებულანძათა ძირში ცხოვრებას ეულს,წლების მანძილზე,სადაც ქალაქის დღესასწაულნიარ აბრწყინებენ ღამის სიბნელეს,არც სიმღერები არხევენ წყვდიადსდა არც მშობლიურ ცეკვის ჰანგები.
მაგრამ აწ მკაცრნი ის ზღვაოსანნიშორს, ინდოეთის მხარეს წასულან.ცასშეკიდებულ მწვერვალთ ძირიდანდა ტევრმშვენიერ ვენახთა გავლით,მოედინება სადაც დორდონიდა შერთული დიდებულ გარონსმოზღვავებული ილტვის ნაკადი.მაგრამ ზღვა გვართმევსდა მოგვაგებს მეხსიერებას.და სიყვარულიც გულმოდგინედ აგვიხელს თვალებს.ხოლო რაც რჩება, აფუძნებენ იმას პოეტნი.

ჰიოლდერლინი ფრიდრიჰ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი