პოეზია · ლირიკა
Germanien (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი)
აღარ მაქვს ნება, რომ მოვუხმო ნეტართ, ო, აღარ,ღმერთთა ხატებად მოვლენილებს ძველ ქვეყანაში.მაგრამ სამშობლოს წყლებო! როცა თქვენ შემოგგოდებთაწ ჩემი გული სიყვარულით, სხვა რა სურს კიდევღვთაებრივი წუხილით მწუხარს? რადგან მოლოდინსგანუმსჭვალავს მთელი ქვეყანა და ცხელ დღეებშირომ ჩამოეშვა, ახლა ჩრდილად შემოგვლებია,თქვენ, ატანილნო მონატრების მწუხარე ლტოლვით,ერთი რამ ზეცა წინათმგრძნობელი და გამოუცნობაღთქმებით სავსე; და მეჩვენება, მუქარასაცგამოსცემს იგი,მაგრამ მე მაინც მასთან მსურს დავრჩე, აღარ მწადიასული წარსულში გამომექცეს, თქვენთან, წასულნო!ვინც შეგიყვარათ გულმა ჩემმა ზღვარგადასულად,რადგანაც თქვენი სახეების დანახვა ცოცხლად,თითქოსდა ისევ ცოცხლები იყოთ,მაშინებს, რადგან მოგვაახლებს სიკვდილს და არცროსნებადართულა: გაღვიძება გარდაცვლილების.
თქვენ, გაფრენილო ღმერთებო! და თქვენც, ახლანდელნო!ო, მაშინ უფრო ჭეშმარიტი გედგათ დროები!არაფრის არ მსურს აწ უარყოფა და არც რაიმე მინდა ვითხოვო,რადგანაც როცა დასრულდა ჟამი და დღე დაღამდა,ცხადია, ქურუმს დალახვრავს ეს უპირველესად,თუმცა ტაძარი და ხატება მაინც მიჰყვებადა წესი მისი ბნელი ქვეყნისკენ. და აღარაფერსაღარ სურს ჩანდეს, მხოლოდღა თითქოსოქროვანი ბოლი საფლავთაცეცხლის, თქმულება, გვეზიდება მაღლა, იმ მხარეს,და ჩვენი, ეჭვითშეპყრობილთა, თავების ირგვლივუფრო და უფრო ბინდდება, და არავინ იცის,რა ემართება, გარდაცვლილთა აჩრდილებსღა გრძნობს,აჩრდილებს ძველთა, ხელახლა რომ სტუმრობენ მიწას,რადგანაც უკვე გვიბიძგებენ მოსასვლელებიდა დიდხანს აღარ დააყოვნებს ღმერთების ძეთაწმინდა კრებული ლურჯ ცათა წიაღ.
უკვე მწვანდება მათთვის ზრდილი მინდორი, უფროუხეშ დრო-ჟამთა ცივ წინკარში და მსხვერპლშეწირვაცგანმზადილა. და დაბლობები და მდინარენიიშლება თვალწინ, მისნურ მთათა ირგვლივ, სივრცეში,და იმ მთებიდან კაცს შეუძლიააღმოსავლეთსაც უწიოს მზერადა მრავლად იგრძნოს ფერისცვალება გასაკვირველი.მაგრამ ეცემა ძირს ეთერიდან ხატი ერთგულიდა წვიმად მოდის სიტყვა ღმერთთა აურაცხელიმისგან და ხმები გუგუნებენ უღრმეს ჭალაში,და ის არწივი, რომ მოფრინავს ინდოეთიდანდა გადაუფრენს თოვლით ფენილ მწვერვალთ პარნასისდა მსხვერპლშეწირვის სერ-ბექობებს იტალიისას.და გახარებულ ნადავლს ეძებს მამისთვის, - განაუწინდებურად დაფრენს იგი, არამედ უფრონაცადად, მარჯვედ ჰკრავს კამარას, ის, უძველესი,და გადალახავს აღტკინებით ბოლოს ალპებსაცდა წესისამებრ ნაგებ-ნაზარდს იხილავს ქვეყნებს.
და იმ ქურუმ ქალს, იმ უმშვიდეს ასულს ღმერთისას,უბრალოების სიღრმეში რომ უყვარს დუმილიზომაზე მეტად, თვალღიად მხედს, დაეძებს იგი,და იდუმალმა ქალმა თითქოს ეს არც იცოდა,როს შუბლთან ბოლოს ქარიშხალი აუგუგუნდა.რაღაც უკეთესს წინათგრძნობდა ბავშვი და ბოლოსგაკვირვებამ მოიცვა ზეცა; იგი არწივი,ვინც აღვსებულა ქურუმისებრ დიადი რწმენით,თვით უმაღლესის ძალაა თურმე.ამიტომ მაცნედ გამოგზავნეს, რომელმაც სწრაფადიცნო ქურუმი და ღიმილით ეს გაიფიქრა:- მტკიცევ და მყარო, გამოგცადოს უნდა სხვა სიტყვამ, -და აიმაღლა ხმა ჭაბუკად გადაქცეულმადა სიხარულით მაცქერალმა გერმანიისკენ:«შენა ხარ იგი, ვინც აგირჩიესყოვლისმომცველი სიყვარულით, და უმძიმესიბედნიერების სატარებლად ძალა შენი უკვე გაზრდილა
მას აქეთ, რაც შენ, განაბული ტყეში, ყაყაჩოსბანგის სიტკბოთი მთვრალი ვერც კი მამჩნევდი დიდხანს,ვიდრე მცირედნიც შეიგრძნობდნენ ქალწულის წმინდასიამაყეს და უსასრულოდ განცვიფრდებოდნენ:თუ ვისი იყავ და საიდან საით ვიდოდი.მაგრამ თავადაც არ იცოდი ეს. არ შემშლიხარ,და შუადღისას, როდესაც შენ სიზმრიანობდი,მე საიდუმლოდ დაგიბრუნე, დამშვიდობებისდა მეგობრობის ნიშნად ყვავილიბაგეთა და შენც ამეტყველდი მარტოეულად.თუმც ოქროვანი სიტყვების განძს უხვად ატანდი,სვებედნიერო! მდინარეებსაც, და დაუშრეტლადმიჩქეფენ ყოველ მხარეს ისინი, რადგანაც თითქმისისე ვით ყოვლად წმინდა დედას ყოველივესი,ვისაც დაფარულს უწოდებენ ადამიანნი, -ისე აღგვსია მკერდი ტანჯვით და სიყვარულით,მშვიდობით და წინათგრძნობებით.
ო, შესვი დილის გრილი სიონი,ვიდრე ღია ხარ,და უწოდე სახელი იმას, რასაც თავად ხედავ თვალნათლივ.აღარ ეგების, საიდუმლო კვლავაც უთქმელირომ დარჩეს, უკვე რა ხანია, შებურულია.რადგანაც მოკვდავთ შვენით სიმორცხვედა მეტყველება ამდაგვარი უმეტესწილადბრძნულია, ღმერთთა შესახებაც. მაგრამ იქ, სადაცდიდდება წყლები, წყაროები იქცევა ოქროდ,და ცათა წიაღ მრისხანება ხდება აშკარა,დღისა და ღამის გამყოფ მწუხრზე ერთხელაც უნდაის, ჭეშმარიტი, გამოგვეცხადოს.ეს გადაწერე სამჯერ, მაგრამ გამოუთქმელი,ანუ უმანკო, უნდა დარჩეს გამოუთქმელად.
ო, შენ ასულო ღვთაებრივი დედამიწისა,უწოდე დედას შენსას სახელი!წყლები შხუიან კლდეებთან და ტყეთა წიაღში -დარ-ავდრები, და მის სახელზე ახმიანდებაის ღვთაებრივი, რაც გარდასულა. რა სხვაგვარია!და როგორ მართლად ბრწყინავს, ამბობს აგრეთვე მყოფადს,სიხარულს გვაფრქვევს შორეთებიდან.მაგრამ დრო-ჟამის შუაგულში ბინადრობს მშვიდადქალწულებრივად წმინდა, ნაკურთხ დედამიწასთანერთად ეთერი. და სიხარულით,მოსაგონებლად, შენს დღესასწაულთსტუმრობენ ღმერთნი და ღმერთებივეეგებებიან, ო, გერმანია,შენ ხარ ზეიმის ქურუმი ქალი,და დაუცველი ურიგებ რჩევასირგვლივ ხალხებს და მეფეებს ხალხთა.