↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პატმოსი (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი)

ჰიოლდერლინი ფრიდრიჰ

2012-08-128 წთ საკითხავი865 ნახვა

—
ძალიან ახლოდა მისაწვდომად ძნელია ღმერთი.მაგრამ სადაც საფრთხეა, იქვესაშველიც ხარობს.ბნელში ცხოვრობენარწივნი და უშიშრად ვლიანალპების ძენი უფსკრულთა თავზეადვილად შეკრულ, მსუბუქ ხიდებით.და რადგან ირგვლივ შემოჯარულანჟამის მწვერვალნი, და არსებანი უსაყვარლესნიახლოს ცხოვრობენ, ღონემიხდილნი,ერთმანეთისგან ყველაზე უფროდაშორებულ მთებზე, ამიტომუცოდველი მოგვეცი წყალი,ო, ფრთები მოგვეც, რომ უერთგულესაზრთან მივფრინდეთდა სახლშივე დავბრუნდეთ ისევ.
ასე ვამბობდი, და წარმიტაცაუსწრაფეს, ვიდრე წარმოვიდგენდი,და შორს, იქ, სადაც არ ვიფიქრებდიარასდროს მისვლას,დიადმა სულმა საკუთარი ჩემი სახლიდან.მწუხრის თალხ შუქში ჩრდილოვანი კრთებოდნენ ტყენიდა შორეულის ნახვის წყურვილითწასწრაფებული ნაკადულებისამშობლოისა. არასოდეს არ მცნობია მე ეს ქვეყნები;თუმცაღა, ხალას ბრწყინვალებაშიდა იდუმალადოქროსფერ ბოლში,ამოყვავილდამსწრაფლამოზრდილი,მზის ნაბიჯებით,ათას მწვერვალთა კეთილსურნელითჩემს წინ აზია,და მწველი შუქით დაბრმავებული,ვეძებდი რასმე ნაცნობს, რადგანაცსრულიად უცხო იყო ჩემთვის ის ფართო გზები,სადაც ზემოდან, ტმოლუსიდან ეშვება თავქვეპაქტოლუსი ოქროდნაფერიდა ტაურუსი აღმართულა და მესსოგისი,და ყვავილებით დახუნძლულა იქვე ბაღნარი,წყნარია ცეცხლი, მაგრამ ნათელშიყვავილობს ვერცხლი მწვერვალთა თოვლის,და მარადიულ სიცოცხლის მოწმე,აჰხვევია მიუვალ კედლებსუხსოვარ დროდან სურო და ცოცხალსვეტებს: კედრებს და დაფნას უჭირავთმოზარზეიმე, ღვთაებრივი სასახლეები.
მაგრამ აზიის ბჭეთა წინაშეშეუცნობელი ზღვის დაბლობებიყრუდ ბუბუნებენ და უჩრდილო ზღვაური გზებითმგზავრებს აქეთკენ მოიზიდავენ.თუმცა მენავე იცნობს კუნძულებს.და როცა მესმა,ერთ-ერთი ახლომდებარეთაგანპატმოსიაო,დამეუფლა მწველი სურვილი,ვწვეოდი და იქ, ძალიან ახლოსმივსულიყავ მრუმე მღვიმესთან.რადგან არ ცხოვრობს წყაროუხვი კვიპროსისა თუსხვა რომელიმე კუნძულის მსგავსადსვებედნიერად პათმოსი, თუმცა,
სტუმართმოყვარე არის მაინცღარიბულ სახლში.და როს ხომალდი დაილეწებაან უცხო მგზავრი უახლოვდება,სამშობლოზე თუ გარდაცვალებულმეგობარზე მწარედ მგოდები,გულისხმიერად უსმენს პატმოსი,და მასთან ერთად მისი შვილებიც,შრიალა ხმები მხურვალე ჭალის,ქარისგან მიწას დანარცხებულიქვიშა და მიწის სიცხით დასკდომარომ გამოსცემენ, აი, ეს ხმები ყურს უგდებენ მასდა სიყვარულით აძლევენ ბანს კაცის გოდებას.ასე მიიღო მან ოდესღაც ღმერთის რჩეული,ნათელმხილველი, რომელიც თვის ნეტარ ყრმობაში
უმაღლეს ღმერთის ძესთან ერთად იარებოდა,განუშორებლად, რადგან უყვარდაავდრისმტარებელს უბრალოებამოწაფისა და დაკვირვებით უცქერდა მერეის სახეს ღვთისას,როდესაც ვაზის საიდუმლომ შეკრიბა ყველა,ჟამს სერობისა,და დიდი სულის მშვიდი გუმანითწართქვა უფალმა სიკვდილი და სიყვარული უკანასკნელი,რადგანაც გული ვერცროს იჯერასიკეთეზე ლაპარაკით და გამხნევებით მოწაფეების,როცა ხედავდა რისხვას სოფლისას.რადგან სიკეთე ყველაფერშია. შემდეგ კი მოკვდა. ამის შესახებბევრი რამის თქმა შეიძლება. შემდეგ ხედავდნენმეგობრები გამარჯვებას უფლის მზერაში,სიხარულთაგან უდიადესს, უკანასკნელად.
თუმცა გლოვობდნენ, რადგან დაღამდა, კვირვობდნენ თანაც,რადგან სულებში ჩასდგომოდათ დიადი ხვედრი, მაგრამ უყვარდათსიცოცხლე მზის ქვეშ და არადა არ ეთმობოდათუფლისა და სამშობლოს ხატი. ეს ჩაბეჭდოდათ,როგორც ცეცხლი შედის რკინაში, და დაჰყვებოდათგვერდით ჩრდილი უსაყვარლესის.ამიტომაც გამოუგზავნამეგობრებს სული, და შეზანზარდა სახლი მათი დაღმერთის ქუხილი გადაიგრაგნაწინათმგრძნობელი თავების ზემოთ, როს შეპყრობილნიმძიმე ფიქრებით, კვლავ შეიყარნენ სიკვდილის გმირნი,
როდესაც ღმერთი მათ საოცრად დაემშვიდობადა საბოლოოდ გამოეცხადა.და ჩაქრა მაშინ მზის დღე, რადგანაცმეუფემ, ღვთიურ ტანჯვით ტანჯულმა,თვის უნებურად დაამსხვრია კვერთხი, თვალმომჭრელ,პირდაპირ სხივებს რომ აფრქვევდა ძველი ხანიდან,რადგანაც ზუსტ დროს დაბრუნებას განიზრახავდა.არ იქნებოდა კარგი, უფრო გვიან მოსვლა დამძაფრად გაწყვეტა, უერთგულოდ, კაცთა ფუსფუსის.და იმ დღის შემდეგ სიხარულად იქცა ცხოვრებაღამეში, ჩვენ რომ ვუყვარვართ, და მარტივი თვალითშენახვა სიბრძნის უცხოდ რჩენილ უფსკრულებისა.და ღრმად მწვანდება მთათა კალთებზესიცოცხლის ლაღი სურათხატები,
თუმცა კი არის თავზარდამცემი, თუ აქეთ-იქითრარიგად ფანტავს ღმერთი ცოცხალ არსებებს, მიწყივ.რადგანაც უკვე ის არის მძიმე, მეგობართა ძვირფას სახეებსრომ მოშორდები, და გადადიხარ, ლტოლვილი, მარტო,უცხო მთიანეთს, სადაც ორმაგად შეცნობილი იქნა ცის სული,მისივ თანხმობით, და არ ყოფილაეს წინასწარნამეტყველები,არამედ უცებ წასწვდა თითქოს თმაში, ცოცხალი,და როს უცებვე მოხედა უკან,ღმერთმა, მაშინვე შორეთს მიმსწრაფმა,და დააფიცა, რომ დაეჭირა, თითქოსდა ოქროსძაფგამობმული,ის წუთი, თანაც ბოროტებისთვისდაერქმია მუდამ სახელი, - გაიწოდეს მათ ხელები ერთმანეთისკენ.
მაგრამ რა ვქნათ, რა, როს კვდება იგი,მშვენიერებამ ვინც აირჩია,ვისი სახებაც სასწაული იყო და ვისზეცყველა ციერი მიანიშნებდა;თუ გამოცანად რჩება ყველა ერთმანეთისთვის,თუ ვერ შეიცვნეს ერთმანეთი მათ, ვინც ხსოვნაშიერთად ცხოვრობდნენ,და თუ მარტოდენ ქვიშას კი არ წაიღებს ქარი, ანდა ტირიფებს,ან მხოლოდ ტაძრებს კი არ მოარღვევს,ოდეს დიდება ნახევარღმერთის და მისიანთა სულ განქარდება, -არამედ თავად უზენაესი იბრუნებს პირს დედამიწისგან,და მერე უკვე აღარც ცაზე, აღარც მიწაზეუკვდავ არსთაგან აღარც ერთი არ გამოჩნდება.და მაშინ რაღა, რა იქნება და რას ვიღონებთ?
მთესველი ნიჩბით იღებს მარცვალს, მოიქნევს მერე,შეაყრის ხალას ჰაერს, მოჰფანტავს,მარცვლების კანი ეფინება ფერფლივით კაცისფეხებთან, მაგრამ ბოლოს ამოდისყანა პურისა, და არ არის უბედურება,თუ იღუპება ზოგი თესლი, ან თუ ნათქვამიცოცხალ ჟღერას ვერ ინარჩუნებს.ღმერთის საქმე ჩვენსას წააგავს,უზენაესს ყოველივე ერთბაშად არ სურს.მაღარო რკინას შეიცავს და ეტნა ცეცხლოვანლავას, ხოლო მე რომ გამაჩნდეს განძი ისეთი,შევქმნა სახე და მერე თავად შევხედო, რათავნახო, თუ ქრისტე როგორი იყო!
მაგრამ მავანი რომ აღიძრას და თავს დამესხასგზაზე მიმავალს, დაუცველს და მწუხარედ მეტყველს,და რომ ვისურვო მე, მსახურმა, გაოგნებულმაღვთის სახის შექმნა? -მრისხანებაში გამიხილვადდა და მე ვიხილემეუფე ცისა, და გატოლება კი არა მსურდა,არამედ სწავლა. გულკეთილნი არიან, მაგრამშესძულებიათ ყოველივეს გამგებელთ ერთი:სიყალბე. და როს სიძულვილი შეიპყრობთ, კაცურბუნებას აზრი აღარა აქვს მოკვდავთა შორის.რადგან ისინი როდი მეფობენ, მეფობს უკვდავირამ ბედისწერა, და მათი საქმე შეიცვლება დათვით წასწრაფდება აღსასრულისკენ.სახელდობრ, როცა სულ ზემოთ და ზემოთ მიიწევსტრიუმფალური სვლა ზეცისკენ, დასახელდება,იგი, მზის დარი, ყველაზე ძლიერ არსებებს შორისუძლიერესად,უმაღლეს ღმერთის ძე, სიხარულითგაბრწყინებული.
წარმოითქმება მხსნელი სიტყვა და გამოჩნდება კვერთხი გალობის,ჩვენი მიმხმობი. და მდაბალი არაფერია. აღვიძებს იგიგარდაცვალებულთ, რომლებიც ჯერაცარ შეუპყრია უხეშ სტიქიას. მაგრამ მრავალიდამფრთხალი თვალი ელის სხივის დანახვას. თუმცა,ბასრ სინათლეზე მათ არა სურთ აყვავილება,როგორც არ უნდა ამხნევებდეს ღობე ოქროსი.დე, გაიხარონ მადლით, ისწავლონგამოხედვა სიმშვიდით სავსე,როდესაც თითქოს ატალღული წარბებიდან ჩამოეღვრებათ,წმინდა წერილის ძალა, ჩუმად მანათობელი.
და თუ ზენაართ ახლა ისე ვუყვარვარ, როგორცმგონია, მაშინშენ გაცილებით უფრო ძლიერ უნდა უყვარდე.ვინაიდან ვიცი ერთი რამ,რომ ნება ჩვენი უკვდავი მამისშენთვის ბევრს ნიშნავს. მისი ნიშანიჩუმად ჩნდება მქუხარ ზეცაზე.და დგას ის ერთი მთელი ცხოვრება ამ იდუმალინიშნის ქვეშ. რადგან კვლავ ცოცხლობს ქრისტე.მამა აგზავნის გმირებს, თვის შვილებს და წმინდა წერილსდა განმარტავენ მამის ნიშანს - ელვას საქმენიმიწისა დღემდე. შეჯიბრია შეუწყვეტელი. ის კი ესწრება.რადგან თავისი საქმეები ყველა იცის დასაბამიდან.
მეტისმეტად, მეტისმეტად დიდი ხანიარაც აღარა ჩანს ღმერთთა დიდება, და აწ ისინიიძულებულნი არიან, რომ ხელი ჩაგვჭიდონდა გაგვიყოლონ და სამარცხვინოდგვიხეთქავს გულს ძალმომრეობა.რადგან მსხვერპლი სურს ყოველ ზენაარს,და როდესაც აღარ სწირავენ,ამას სიკეთე არასოდეს არ მოჰყოლია.ჩვენ ვემსახურეთ ჩვენს დედას - მიწას,და ცოტა ხნის წინ - მზეს ვმსახურებდით,შეუცნობელად, ხოლო მამას, ვინცყოველივეს განაგებს, უყვარსყველაზე მეტად, რომ შევინახოთსიტყვა მისი დაწარუვალი კარგად განვმარტოთ.და მიჰყვება გერმანული გალობა ამას.

ჰიოლდერლინი ფრიდრიჰ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი