↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მნემოზინე (მთარგმნელი:ნაირა გელაშვილ)

ჰიოლდერლინი ფრიდრიჰ

2012-08-122 წთ საკითხავი868 ნახვა

—
ჩვენ ვართ ნიშანი, განუმარტავი,არ გაგვაჩნია ტკივილი და უცხოობაშითითქმის უკვე დავკარგეთ ენა.სახელდობრ, როცა კაცთა ზეგარდმოზეცად ატყდება შფოთი და ვლიანმთვარეები ძლევამოსილად, ამეტყველდებაზღვაც საიდუმლოდ და გზები უნდამოიძებნონ მდინარეებმა. მაგრამ ის ერთიეჭვგარეშეა. მას შეუძლიაეს ყოველი შეცვალოს მუდამ. არ საჭიროებსიგი კანონს და იშრიალებსფოთოლნარი და დაირხევიანმუხები დიად მყინვარებთან, რადგანაც ციერთყველაფერი არ შეუძლიათ. სახელდობრ, კაცნიმიაღწევენ მანამდე უფსკრულს. ამგვარად ექოისევ ამათ ეხმიანება.გრძელია ჟამი, მაგრამ მაინც ხორციელდებაჭეშმარიტება.მაგრამ ის ვითღა, რაც გვიყვარს? მზის შუქსვხედავთ, მშრალ მტვერს და უხვჩრდილებიან,ტყეებს, დაბურულს, და ლურჯი ბოლისმშვიდ ყვავილობას ბებერ კოშკებისქონგურებიდან და ტოროლანიდაჟივჟივებენ დაკარგულნი ჰაერთა წიაღ,მწყობრად ბალახობს ცის ფარა დღის ქვეშ,და თოვლიც, სადაც არ უნდა იდოს,ფურისულების არ იყოს, მუდამსისპეტაკეზე რომ მიანიშნებს, -ციმციმებს მთების ხასხასა ველთან,და მასთან იყოფს კალთას ალპების.იქ მიდიოდა, ვიწრო ბილიკს მიუყვებოდა,ყარიბი ერთიდა მეორეს ესიტყვებოდაწყნარად იმ ჯვარზე, რომ აღუმართავთოდესღაც გზაში გარდაცვლილთათვის. თუმც ეს რას ნიშნავს?ლეღვის ხის ძირასმომიკვდა ჩემი აქილევსი და აიაქსიმღვიმეების წინ ასვენია, მღელვარე ზღვასთან,წყაროთა შორის, შორიახლოს სკამანდროსისა.ქართა ზუზუნში შეპყრობილმა ზენა რამ ძალითდა მშობლიურისალამისის გულითშემტკბარ წესთა მიხედვითდალია სული აიაქსმა უცხო მხარეში.ხოლო პატროკლე, მუზარადში მეფისა და სხვაცმრავალი მოკვდა: საკუთარ ნებით,ატანილი ნაღვლიანი, ველური ჟინითსიმამაცისა, თუმცა კი მაინცღვთაებრივად იძულებული.ხოლო სხვანი იმთავითვე განჩინებულიბედისწერის წიაღ იდგნენ საომარ ველზე.გულისწყრომა იპყრობთ ზენაართ,თუკი მავანი სულს არ იზოგავსდა თავს არ იჭერს, მაგრამ რა გზა აქვს.მწუხარებაც მის მსგავსად ცდება.

ჰიოლდერლინი ფრიდრიჰ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი