↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ისთერი (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი)

ჰიოლდერლინი ფრიდრიჰ

2012-08-123 წთ საკითხავი870 ნახვა

—
აწ მოდი, ცეცხლო!მოგვწყურებიახილვა დღის ნათლის,და როს გამოცდაძვალსახსარში დაუვლის მოკვდავს,მან შეიძლება ტყის კივილი შეიგრძნოს მაშინ.ხოლო ჩვენ მოვალთ სიმღერებით შორეული ინდოეთიდანდა ალპებიდან, დიდხანს ვეძებდითჩვენს ბედს და იღბალს,და ვერ მისწვდება ასე პირდაპირ,რყევებისა და გადახრების გარეშე კაციუახლოეს არსს, ვერ მიაღწევსმეორე ნაპირს.მაგრამ აქ გვინდა ჩვენ შენება.რადგანაც ქვეყნებსმდინარეები ქმნიან ოდითგან.ამოიზრდება ნაპირებზე მწვანეული დანადირ-ფრინველი ზაფხულის ჟამს წყალს მიაშურებს,და მაშინ უკვე იქით გასწევს ადამიანიც.
ამ მდინარეს კი ისთერი ჰქვია.ლამაზად ცხოვრობს იგი. სვეტებზეახვეულ სუროს მზე ალაპლაპებს,ატალღებს ქარი. ველურად დგანან,აღმართულები ერთმანეთის ზურგსუკან და მათსიღრმეში კლდენი აშვერილან,სახურავად წინ გადმოხრილნი.სხვა საზომს ქმნიან.და უკვე აღარ მიკვირს, ისთერმა ჰერკულესი რომ მიიწვია,შორით მბრწყინავმა, ოლიმპოს ძირში,როდესაც იგი მოდიოდა ცხელ ისთმოსიდანდა გრილ ჩეროებს დაეძებდა.რადგან რა დიდი შემართებაც არ უნდა ჰქონდეთ,გაგრილება სჭირდებათ გმირებს, სულების გამო.და ამიტომაც სიხარულით მიაშურა მან ყვითელ ნაპირს,ნაკადულების ჩუხჩუხს, სადაც სურნელს აფრქვევენდაბურული ფიჭვის ტყეები, და მათ სიღრმეშიხალისიანი მონადირე დაიარებაშუადღეობით, და წებოვანი წვენი დასდით ისთერის ფიჭვებსდა ისმის, როგორ იზრდებიან. ხოლო მდინარე
ისეა, თითქოს უკან დიოდეს და მე მგონია,აღმოსავლეთში იღებს სათავეს.ამის შესახებ შეიძლება ბევრი თქმულიყო.და მაინც რატომ ასე პირდაპირდაკიდულა მთათა კალთებზე? ხოლო მეორე,რაინი გვერდზე გადის და ასემიედინება. ტყუილად როდიმიაპობენ მდინარეები ხრიოკ ადგილებს.მაგრამ როგორ? ეს როგორ ხდება? სასწაული სჭირდება ამას,სხვა არაფერი, ნამდვილად, რათამზე და მთვარე განუყრელად ატარო შენში,და სულ იარო, დღისით და ღამით. და სითბოს გრძნობენზენაარნი ერთურთის გვერდით.მიტომ არიან უზენაესის სიხარულებიმდინარეები. რადგან სხვაგვარადძირს რანაირად დაეშვებოდა? და ვით ჰერთაა ამწვანებული,ასევეა ცის ყველა შვილი. თუმც მეტისმეტადმომთმენია, ასე მგონია, და არ არის თავისუფალი,და დასაცინიც შეიძლება კაცს მოეჩვენოს.
სიჭაბუკეში უნდა იშვას დღე,იქ, სადაც იგი გაზრდას დაიწყებს.და სხვა დღე უკვე იკაზმება მაღლა და მერეშემორაგულში როგორც კვიცი ისე ჭიხვინებს.და შორით ესმით ჰაერთ მისი ლამობის ხმები.და დღეც ასე კმაყოფილია.მაგრამ ქიმები სჭირდებათ კლდეებს,და ნაოჭები - დედამიწას, და შემფერხებელწუთთა გარეშე არ ივარგებდა.მაგრამ ის რას იქმს, ის, მდინარე,არავინ იცის.

ჰიოლდერლინი ფრიდრიჰ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი