↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ერთადერთი (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი)

ჰიოლდერლინი ფრიდრიჰ

2012-08-122 წთ საკითხავი879 ნახვა

—
რა უნდა იყოს,სვებედნიერ, უძველეს ზღვისპირთრომ მიმაჯაჭვა და რომ ისინიჩემს სამშობლოზე უფრო მეტადშეიტკბო გულმა?
რადგან ზეციურტყვეობაში გაყიდულივითმე იქ ვარ, სადაც იარებოდააპოლონი მეფურ იერით.და ეშვებოდა უცოდველი ჭაბუკებისკენზევსი და ვაჟებსდა ქალიშვილებს ჩასახავდა ღვთიური წესითუმაღლესი, კაცთა მოდგმაში.
მაღალი აზრისახელდობრ მრავლადამოიჭრა მამის თავიდან.და მრავალი დიადი სულიეწვია მისგან ადამიანებს.გამიგონია მე შესახებ ელადისა დაოლიმპოისა,ვმდგარვარ პარნასზედა ისთმოსის მთებზე, აგრეთვემიღმა სმირნასთან - და იქ, ქვემოთაც,ეფესოს მხარეს მივლია დიდხანს.
მრავლად მიხილავს მშვენიერებადა მიმღერია ღვთის სახისათვის,რომელიც ცოცხლობს ადამიანთაშორის და მაინც,ძველო ღმერთებო! და თქვენ ყველანო- შეუპოვარნო ძენო ღმერთების!კიდევ ერთს ვეძებ,მას, ვინც თქვენს შორისშეჰყვარებია გულს, იქ დავეძებ,სად თქვენი მოდგმის უკანასკნელიშთამომავალი, განძი სახლისა,მე - უცხო სტუმარს გადამიმალეთ.
შენ, ოსტატო და მოძღვარო ჩემო,უფალო, მითხარ, რად განმეშორე?როს კითხვა-კითხვითდავივლიდი ძველთაძველ ღმერთებს,მათ მოდგმას, მითხარ,რად გამოაკლდი? და მწუხარებამივსებს სულს ახლა,თითქოს ბრაზდებით, ციერნო, რადგან,როცა ვმსახურებ ერთს, სხვას ვსაკლისობ.მაგრამ მე ვიცი, ჩემი ბრალია,ეს! რადგან ძალზედმოგეჯაჭვე ო, ქრისტევ, ჩემო!თუმცა კი ძმა ხარ შენ ჰერაკლესიდა გაბედულად ვაღიარებ, რომ ხარ ევირისძმაც, ვინც ვეფხვებს აბამდა ეტლშიდა შორეულ ინდოეთამდეაფუძნებდა სასიხარულოღვთისმსახურებას, ვენახს ყრიდა დააოკებდა რისხვას ხალხების.
მაგრამ მაფერხებს სირცხვილის გრძნობა,შენ შეგადარო ამქვეყნიურიკაცები, თუმცა ვიცი, რომ იგი,ვინც შენ ჩაგსახა,მამა შენი,არის იგივე...
რადგანაც იგი არასოდეს განაგებს მარტო.
მაგრამ ერთს ეკვრისსიყვარული. ხოლო ამჯერადმეტისმეტად აღმოხდა ჩემს გულსგალობა. მსურს გამოვასწოროშეცდომა, მით, რომ ვუმღერებ სხვებსაც.ვერასოდეს ვეწევი ზომას, როგორც მწადია,მაგრამ იმ ღმერთმა,რომელიც მოდის, იცის, რომ რაც მემსურს - ის არის საუკეთესო.რადგან შებოჭილარწივივით ვიდოდა მიწადმოძღვარი და ბევრს,ვინც მას ხედავდა,იპყრობდა შიში.
რადგან ამჯერადუკიდურესი მოიმოქმედამამამ და მისი საუკეთესოარსი ნამდვილადიღვწოდა აქ, მოკვდავთა შორის.და ძეც ძალიან დამწუხრებულიიყო იქამდე, ვიდრე ზეცისკენაღიძვრებოდა ჰაერთა წიაღ.მისებრ ტყვედქმნილა გმირების სული.და პოეტებსაც, სულისმიერთაც,ჰმართებთ იყვნენ ამქვეყნიურნი.

ჰიოლდერლინი ფრიდრიჰ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი