↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რაინი (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი)

ჰიოლდერლინი ფრიდრიჰ

2012-08-128 წთ საკითხავი867 ნახვა

—
სუროს ბნელ ტევრში ვიჯექ, ტყის პირას,როს ის-ის იყო, ოქროს შუადღეძირს ჩამოეშვა სათავისაკენალპიურ მთათა მაღალი კიბით,ღვთიურანაგებს ზეციერ არსთაცოხე-კოშკად რომ რაცხდნენ ძველთაგან,როგორც მსმენია, და საიდანაცსაიდუმლოდ განჩინებული,ზოგი რამ ჯერაცაღწევს კაცამდე; სწორედ იქიდანშემომესმა რამ ბედისწერა, მოულოდნელად,რადგანაც სული თბილ ჩრდილოვანშიჯერ ისევ ჩუმად მესიტყვებოდადა არ ილტვოდა ჯერ იტალიისდა არც მორეას შორეული ნაპირებისკენ.
აწ კი წიაღში მთიანეთისავერცხლის მწვერვალთა ქვემოთ, სიღრმეში,გულისგამახარ, მწვანე საფარქვეშ,სადაც ტყეები გადახრილან შეძრწუნებულნიმისკენ და კლდეთა შვერილებიც ერთურთს თავზემოთმას დღენიადაგ დაზაფრულნი გადმოსცქერიან, -მესმოდა, როგორ დრტვინავდა იქ, ყველაზე უფროყინულოვანი უფსკრულის ბნელში,ჭაბუკი, როგორ ხმობდა საშველად,მესმოდა, როგორ სდებდა ბრალს დედას- მიწას და თავად ღმერთს ქუხილისას,ჩამსახველს თვისას, თუმცა კი, მშობლებსთავს ავედრებდა, მაინც უფრთხოდნენიმ ადგილს კაცნი, რადგან მართლაცდაშემაზარები იყო სიშმაგებნელ ბორკილებშიგამომწყვდეულ ნახევარღმერთის...
ხმა იყო ესემდინარეთაგან ყველაზე უფროკეთილშობილის -თავისუფლადშობილ რაინის.მიესწრაფვოდა ის სულ სხვა რასმე, როცა იქ, მიღმა,დაშორდა თვის ძმებს:ტესსინს, როდანუსსდა ხეტიალი მოიწადინა, და მოუთმენლადშეაბრუნა აზიისაკენ მეფურმა სულმა.თუმც რა აზრი აქვსბედისწერის წინაშე სურვილს.უბრმავესნი კიღმერთთა ძენი არიან. რადგანადამიანმა იცის თვისი სახლი და ნადირსმიეცა ცოდნა, სად აიგოს თავშესაფარი,ხოლო მათ არცროს არ სცოდნიათ, საით გასწიონგამოუცდელი სულის ლტოლვაში.
გამოცანაა, სიწმინდიდან რაც წარმოიშვის.და გალობასაც არ აქვს ნება მისი გამხელის.წამოიწყებ და იქვე შედგები.როგორც არ უნდა მოქმედებდეს გასაჭირი დააღზრდა, ყოველთვისყველაზე მეტის შემძლებელი დაბადებაადა ნათლის სხივი,ახალშობილს რომ ეგებება.მაგრამ სად არისის, ვინც ესოდენსვებედნიერად იქნებოდა დაბადებულიღვთაებრივი წიაღიდან დაგადმოდენილიხელშემწყობი მაღლობებიდან,რაინის მსგავსად -მთელი ცხოვრებათავისუფლებით რომ დამტკბარიყო და მარტოოდენგულის სურვილი ესრულებინა?
ამიტომ არის სიტყვა მისი ლაღი ყიჟინა.არ უყვარს რაინს, განსხვავებით სხვა ბავშვებისგან,არტახებში კვნესა-ტირილი.რადგან იქ, სადაც ნაპირები თავდაპირველადმას გვერდებიდან ეპარებიან,მიმოკლაკლულნი,და სწყურიათ მისწვდნენ კბილებით,და შეაჩერონ დაუდგრომელი,სიცილით გაგლეჯს იგი გველებს, მიექანებანადავლიანად და თუ რაიმე უფრორე მძლავრიამ სიჩქარეში არ შეაყოვნებს,არ შეაფერხებს მის ზრდას, ელვისებრგააპობს იგი დედამიწას დამონუსხულები დაიძვრებიანდა გაჰყვებიან ბნელი ტყეებიდა მის კვალდაკვალ თავად მთებიც დაემხობიან.
მაგრამ ღმერთს უნდა დაუზოგოს ძეებს სიცოცხლე,ესდენ მიმსწრაფი, და იღიმება,როს მოხეთქილი, თუმცა კი წმინდა ალპების მიერშეფერხებული, მდინარეებიმას რაინივით ბნელ სიღრმეში ჩაემსხვრევიან.ასეთი სახის სამჭედლოში დაიკვერებაშემდეგ ყოველი წმინდა, სუფთა, შეურეველი,და ლამაზია, როცა ის გარეთ,მას შემდეგ მთები რაც მიატოვა,ნელი დინებით მიედინება გერმანული ქვეყნის მიწაზე,თვალს ახარებს და წყურვილს არწყულებს,კეთილად საქმობს, აშენებს რა ახალ ქვეყანას,მამა რაინი, ასაზრდოებს საყვარელ შვილებსიმ ქალაქებში, რომლებსაც ის აფუძნებს თავად.
თუმც, არცროს, არცროს იგი ამას არ დაივიწყებს.რადგანაც უმალ საცხოვრისი, კერა დაემხოს,და წეს-კანონი და კაცთა დღე გაუკუღმართდეს,ვიდრე ასეთმა დასაბამი გადაივიწყოსდა უბიწო ხმა სიჭაბუკისა.ვინ იყო იგი, ვინც სიყვარულის ნაზი ძაფებიმიწყვიტ-მოწყვიტა და თოკები დაგრიხა მათგან?შემდეგ საკუთარ უფლებას და, ცხადია, ციურცეცხლსაც დასცინეს, უგუნურებმა, პირველად მაშინაითვალწუნეს მოკვდავთა გზებიდა განიზრახეს თავად ღმერთებს გატოლებოდნენ.
მაგრამ ზენაართ საკუთარი უკვდავებაც ყოფნით და მხოლოდერთი სჭირდებათ: გმირნი და კაცნიდა ყველა ჯურის მოკვდავნი. რადგანნეტარნი თვისას ვერაფერს გრძნობენ,და მავანმა სხვამ, თუ არსებობს ამის თქმის ნება,ღმერთთა სახელით უნდა იგრძნოს მათი ბუნება.აი, ეს კაცი სჭირდებათ მათ. თუმც სამართალიმათი ასე ჭრის, რომ საკუთარ სახლსდააქცევს იგი და უსაყვარლეს საგნებს მტერივითგაანადგურებს და მამასა და შვილს ნანგრევებქვეშდამარხავს, თუკი შეპყრობილი შმაგი ოცნებით,მოინდომებს ღმერთთ დაედაროსდა არაფერი აიტანოს განსხვავებული.
და ამიტომაც ნეტარია კაცი, რომელმაციპოვა ხვედრი, სასიკეთოდ განჩინებული,იქ, სადაც ხანგრძლივ ხეტიალთა დატკბილ სატანჯველთა მოგონებებიამოშრიალებს საიმედო სანაპიროზე,რათა შეეძლოს მიმოიხედოსდა მზერით მისწვდეს საზღვრებს, რომლითაცდაბადებისას შემოუხაზაღმერთმა მიწაზე ყოფნის ადგილი.მაშინ ისვენებს, ის, ნეტარი და თავმდაბალი,რადგან ყოველი, რაც კი ეწადა,ყოველივე ზემიწიერი, თავისთავად შემოხვევიადაუძალებლად და მომღიმარედახლა, როდესაც ისვენებს იგი, - შეუპოვარი.
ნახევარღმერთნი გავიხსენო ახლა კი უნდა,უნდა ვიცნობდე მათ, ძვირფასებს, რადგანაც ხშირადმათი სიცოცხლე მონატრებულ გულს მიძგერებდა.მაგრამ ვის, რუსსო, ვის რგებია შენსავით სული,დაუძლეველი, გამძლე, და ვის აზრი შენებრი,ესოდენ კეთილსაიმედო, და სანუკვარინიჭი მოსმენის და მეტყველების,ვის ძალუძს ღვთიურ სისავსიდან, როგორც ღვინის ღმერთსმიაგოს წესის უარყოფით, ღვთიურ სიგიჟითდა გასაგებად უწმიდესთა ენა კეთილებს.მაგრამ სიბრმავე შეახალოს იმ შეუსმენელდა უცხო სულებს,რომელნიც მხოლოდ ზეცის შემლახველთ,სულმდაბალ მონებს შემიძლია გავუთანაბრო.
და დედამიწის ძენი ისე ვით მათი დედა,ყველაფრის მიმართ სიყვარულით სავსე არიან,სვებედნიერნი, დაუღალავად უხსნიან გულსმთელ დიდ სამყაროს.და ამიტომაც განცვიფრდება და შეშინდებამოკვდავი კაცი, როდესაც ზეცას,რომელსაც მხრებზე დაიხვავებსსიყვარულით სავსე მკლავებით,და ასევე, ტვირთს სიხარულის,აზრით ჩასწვდება.მაშინ მას ხშირად ეჩვენება უკეთეს ხვედრად,საბოლოოდ დავიწყებულიიყოს იქ, სადაც სხივი არა კრთის,ტყის ჩრდილოვანში,ბილერის ტბის ნორჩ სიმწვანეში,და უზრუნველი, მწირი ჰანგებივით ახალბედამ შეითვისოს ბულბულებისგან.
დიდებულია, გამოიღვიძოღვთაებრივი ძილიდან მერე,აღსდგე ფხიზელი ტყის სიგრილეში,საღამოობითშეეგებო უფრო ნაზ ნათელს,როდესაც ისიც, ვინც ააგო მთაგრეხილები,და გაუვლო მდინარეებს მათი სავალი,მას შემდეგ რაც მან, ღიმილიანმა,კაცთა ცხოვრებაც, საქმიანი, სულით ღარიბი,ისე ვით აფრა, გადახარა ნიავქარებით, -ისვენებს და აწ მოწაფე ქალთან,სიკეთეს უფრო მეტს პოულობს ბოროტებაზე,ის, შემოქმედი.და დღე ეშვება დღევანდელი დედამიწისკენ. -
და მაშინ უკვე ღმერთნი და კაცნი ქორწინებას იზეიმებენ,და ზეიმობს ყველა ცოცხალი,და ერთხანს თავად ბედისწერა წონასწორდება.და თავშესაფარს დაეძებენ გაქცეულები,და ტკბილ ძილს ეძებს ყველა მამაცი,ხოლო მიჯნურნი ის არიან, რაც გუშინ იყვნენ,შინ არიან ისინი, სადაცყვავილები შეჰხარიან უვნებელი ცეცხლის ნაკადებს,და ჩამუქებულ ხეებს სული ზუზუნით უვლის,გამოცვლილან წაჩხუბებულნიც:ერთმანეთს სწრაფად უწვდიან ხელებს,ვიდრე სინათლე,მეგობრული, ჩაესვენებადა მოვა ღამე.
თუმცა სიხარულს ზოგი ჰკარგავს მალევე, სხვა კიინარჩუნებს მას უფრო დიდხანს,მარადიული ღმერთნი სიცოცხლითსავსე არიან ყოველჟამიერ. ხოლო ადამისძე თვით სიკვდილშიცარ დაივიწყებს საუკეთესოს,შემდეგ კი უკვე უუმაღლესს ეზიარება.მირგინებული აქვს თვითეულს მისი საზომი.რადგან ძნელია უბედურებისტარება, მაგრამ ბედნიერებისტარება კიდევ უფრო ძნელია.ხოლო ბრძენს ძალუძს შუადღიდან შუაღამემდე,და ვიდრე დილა ამობრწყინდება,ნათელი გონით დარჩეს ნადიმზე.
შენ შეიძლება ნაძვებქვეშ მრუმედა ცხელ ბილიკზე, ანდა მუხნარში,შებურულ ქოხში, ანდა ღრუბლებში,ო, ჩემო სინკლერ!ღმერთი გეჩვენოს, რადგან შენ იცნობძალას კეთილის და არასოდესდაფარული არა ყოფილაშენთვის მეუფის ღიმილი დღისით,ოდეს მხურვალე და ნაწილებგადაჯაჭვული,ნათობს სიცოცხლე ანდა ღამითაც,როს შეერევა უწესრიგოდ ყოველი ერთურთსდა როს ქაოსი, უძველესი, ბრუნდება ისევ.

ჰიოლდერლინი ფრიდრიჰ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი