↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემი ავტოგრაფი

სტურუა ლია

2014-09-121 წთ საკითხავი18609 ნახვა

—
კიბიდან ძირს ვიხედები:მანძილი იატაკამდეერთ პრიალა მორს ემსგავსება,გადახტომის სურვილიშიშზე წაიფორხილებს:პოლირებული ზედაპირიუფრო მკვლელია, ვიდრეამებასავით გადღაბნილი სივრცე...რატომღაც მაგონდება,როგორ ვუვლიდი საერთო აივანზემეზობლის ავადმყოფ ძაღლს,რომლისგანაც ტკიპა შემაცოცდადა ის ხორციანად ამოგლეჯილიტკივილი ბუნების საჩუქარი იყოდღევანდელ უსაგნოტკივილებთან შედარებით.ადრე დაიწყო ფოთოლცვენათუ ადამიანს ყოველთვისასე ჰგონია?— ო, რა კარგი იყო ზაფხული!როგორ უხდებოდავაშლებს ტკბილი ხორცი!რა ძალა ჰქონდა სიტყვას!აღტაცებული ნაწილაკი „ო“წარსულში დარჩა,მძიმედ ქშინავს ქალაქი —ჩემი მრავალსართულიანი ავტოგრაფი...

სტურუა ლია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი