პოეზია · ლირიკა
*** "შუაღამის მთვარე"
შუაღამის მთვარე, როგორც წაწალი,ზემოთ მიშვებს, ქვემოთ არ ვემეტები,თვალებსა და ხელებს შუა გამირბისნამეტნები ქალნი განა მეტები,ნამეტანის წატანებამ წარსულშიწამატანა წარუშლელი სენია,ამ ძარღვებში შენი სისხლი კი არა,მელანი და ღვინო გამომერია,შუაღამის მთვარე, როგორც წაწალირა ქალური, რა ბოჰემა ტანია,კურტიზანი განა სხვა არ ყოფილა,მაგრამ შენი გრძნობა ნამეტანია,შენი მელნით ლექსი დამიწერიადა ტაეპზე დამქცევია ტაეპი,შენ ამ ლექსში განა ისეთს რას ხედავ,როგორც მთვარე სტროფში ისე გაები.