↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შავნი შაშვნი

ბესიკი (გაბაშვილი ბესარიონ)

2011-04-131 წთ საკითხავი1347 ნახვა

—
შავნი შაშვნი შავს გალიას შემსხდარნი,სუფთად მხმობნი, ხმა-ყარიბად მსტვინავნი,მრჩობლად მხედნი, მით ერთითა პირითამათებურად სალ გულთ ამატკინავნი.
გაზაფხულის შემოსლვისა მხმობელნი,ია-ვარდ-ზამბახთა მახარობელნი,სხვა ყვავილთა და სხვა ამბავთ მთხრობელნი,შავ ხავედ მოსილნი, ქუფრად მბზინავნი.
ერთი ერთის მიმდევარნი, ერთპირნი,ორნი ერთის შესაპყრობლად მომბირნი,საშიშარად შარას თვალშემაჭვირნი,ხან მომკვლელ, ხან მომწყლვლელ, ხანცა მლხინავნი.
შემოკერბით, მოდით, ვნახოთ, ვინ არნი,ორნი ტოლნი შავ მოსვითა მჩინარნი,არ-მოწყენით მომღერალნი, მღიმარნი,ყარიბისა ცრემლის დამადინარნი!
ბესიკი (გაბაშვილი ბესარიონ)

ბესიკი (გაბაშვილი ბესარიონ): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი