პოეზია · ლირიკა
ვაჲ ესე დრონი
ვაჲ ესე დრონი, საყვედრონი, მომცემს წყენასა!ვინ უძლოს ჭირთა ჩემთა თქმასა, ანუ სმენასა?ვსთქვამ მსმენელთაცა, სულ მიუღებს მათსა ლხენასა;თქმა აღარ ძალ-უცს უნუგეშოდ მაშვრალს ენასა,უძღვენ სიცოცხლე საუკუნოდ შუქთ-მოფენასა!
ვგმე იგი ჟამნი დრკუ და ავნი, გასამწარენი,ვნახე რა სხივნი, გულთ სატკივნი, მიმო არენი;თალხნი ჩაეცვათ, სრულ მოეცვათ შუქთა არენი;ვით ბნელი დღეს-თან, ჩემს ხელ-მქნელ-თან ეს-გვარ მენასა!
ელვათა კრთომას, მუდამ ხსოვნას, ვერ უძლო გულმან,სადა ბარანთ-თან მხლეთა ინდთა ქონამან სრულმან,ბადახშმან ლალთა, ბროლ-ფიქალთა შენართავ-თხზულმან,მთვარე-მან მცხრალმან, შუქით მკრთალმან, კართა დახშულმან,არ მიმცა მცირეს გასაკვირეს მოსაწყენასა!
გამოკრთა ელვა, ვითა ღელვა, მიმტაცა ცნობა!ტყვე-ქმნილმან გულმან, დადაგულმან, ვერა ჰყო თმობა!ხვეწნა-მუდარით, სასუდარით არ ითნო ყმობა!თუ არ მკვლელობა, სისხლთ მსვლელობა, ვერ ვნახე ლმობა!ეს გიჯობს, თავო საესავო, მიჰყვე თმენასა!
თქმულა: \\\"მოყვარე საყვარელსა დაუძაბუნდეს, -მას იგონებდეს და მონებდეს, სტრფოდეს და უნდეს, -მის ჭირსა ნაცვლად თავი მისცეს, აღარ დაყმუნდეს,ჰყოს მისი ნება და ქენება, მიჰყვეს და უნდეს!..\\\"თუღა ვინმე მგმობ, ამასა ჰყოფ მოსახსენასა!