↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ამბავს ავწერ ადრინდელსა

ბესიკი (გაბაშვილი ბესარიონ)

2026-07-182 წთ საკითხავი1845 ნახვა

—
ა. ამბავს ავწერ ადრინდელსა,აღმკულების აღმკობასა,ბ. ბულბულ ბევრად ბუდობასა,ბედისაგან ბირებასა,გ. გულთ ძგერასა გიშრისაგან,გლონისაგან გოდებასა;დ. დროიანათ დაწერასადიდსა დავწერ დიდობასა!
ე. ეთერივით ელით ენთებს,ეკეთების, ეტურფების,ვ. ვისა ვარდსა ვესუროდი,ვნახე ვაშად ვასურვებდის;ზ. ზურმუხტითა ზარქაშთაგანზრზოლებითა ზრზიალებდის,
ჱ. ჱერობითა ესრეთ ერთობს,ჱ, სამოთხეს ედარების!თ. თვალობა და თმა-თხზულობათამაშობდის თავად თებთა,ი. ირმისაებრ იწყურობა,ისტურობა ინდოელთა;კ. კეთილობით კეკელაობს,კაეშანს კრავს კარგ კოროლთა;ლ. ლალებრივი ლოყა ლოშნითლერწამ ლალსთა ლალობათა.
მ. მუდამ მსურის მეფესთანამყოფობა და მდგომრეობა,ნ. ნორჩისაგან ნებობაი,ნარნარითა ნარეობა,ო. ორთ ოქსიონთ ორხოობა,ოროლითა ონარობა,პ. პირისაგან პრწყინვალობა,პალატთაგან პურეობა.
ჟ. ჟამებისგან ჟრჟინოობა,ჟრელობასა ჟრიალობდის,რ. რუსთველთაგან რიგიანად,რაბამაბად რონინობდის;ს. სუმბულთაგან სირინოზისარდიონად სრიალობდის,ტ. ტრფიალობა ტანადისა,ტურფობითა ტარტარობდის!
უ. უტრფიალესსა უფროსსაუმეტეს უქებ ულვაშსა,ფ. ფერთა ფაქიზთა ფლობასა,ფერთა ფაიფორ ფრობასა,კ. ქალთაგან ქედის ქებასა,ქურციკთან ქამანდობასა,ღ. ღაწვთა ღებილთა ღელვასა,ღალიას ღადღადებასა.
ყ. ყირმიზ ყელსა ყველაყასაყანდობს ყუში ყველაკაი;შ. შუბლთა შუქი შემოადგა,შაბაშ შვენის შუბობაი;ჩ. ჩინი ჩინთა ჩენილთაგან,ჩენილ არის ჩუქობაი,ც. ცითა ცრობა, ციაგობა,ცხადი ცრობა, ცირობაი.
ძ. ძვირ-ძირობა ძღვენებისაძნელად, ძნიად ძიანობდის;წ. წერწეტობა წენებისაწალკოტს წინა წარმორბოდის.ჭ. ჭეშმარიტი ჭაბუკობა,ჭვრტიალითა ჭვირაობდის,ხ. ხორხით ხვნეშა - ხათრობითახანობითა ხარხარობდის.
ჴ. ჴელნი ჴრმობენ ხარებასა,ჴოჴითაცა ჴარებასა,ჯ. ჯიმშით ჯინობას ჯერობას,ჯერნისაებრ ჯარობასა,ჰ. ჰაერთაგან ჰალნობასა,ჰეროვნობით აღმსთობასა,ჵ. ჵორბებთაგან ჵორობასა,ჵომერისგანა ჵორობასა!
ბესიკი (გაბაშვილი ბესარიონ)

ბესიკი (გაბაშვილი ბესარიონ): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი