↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბულბული მოდის მწუხარებით

ბესიკი (გაბაშვილი ბესარიონ)

2011-04-131 წთ საკითხავი1344 ნახვა

—
1 ბულბული მოდის მწუხარებით, ცრემლის დენითა -ვეჭვობ, მებაღეს დაუტუქსავს ცეცხლმოდებითა:ბულბულო, გადი ამ ბაღიდამ შენის ნებითა,თორემ კრაზანა შენ დაგჩაგრავს ყოვლის გზებითა!2 წადი, ბულბულო, შენ მებაღეს შეჰფიცე სჯული,კრაზანს ევედრე, მოგიტეოს დანაშაული;ნარგისთან კაცი გააგზავნე: სრულ ჰქნან აღთქმული,მებაღესთანაც დაგეხმაროს ვარდის ენითა.3 ადექ, ბულბულო, ვარდის სიტყვით მებაღე ნახე -თუ წყრომით იყოს, თავი მოიკალ, კარს დაემარხე;ეგების ბაღში შეგიყვანოს, ნარგიზი ნახე:კოკობი ვარდი არ მიგიღებს თავის ნებითა!4 სიკვდილო, მოდი, მიიბარე ბულბულის სული!მებაღემ დასწყლა და დაჰკოდა ბულბულის გული!მკვდარი ბესიკი, მოდი, მნახე, ჩამიდგი სული,თუ გინდ მიწასაც მიმაბარე მოყვრის ენითა!
ბესიკი (გაბაშვილი ბესარიონ)

ბესიკი (გაბაშვილი ბესარიონ): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი