↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გიშრის ნავში

ბესიკი (გაბაშვილი ბესარიონ)

2009-08-121 წთ საკითხავი1843 ნახვა

—
გიშრის ნავნი შავთა ზღვათა არობენ,ირისენი მთვარეზედ კამარობენ,ორნი ტოლნი თანასწორ ბზინვარობენ,მათ-თან ჭოგრნი აღარად სახმარობენ!
აწ ედემი ტურფად ნარგიზოვანებს,ასფოდელო მრავალ-ყვავილოვანებს,სუფთა ქცევით ფერად-ფურადოვანებს;მრჩობლ ხუმარნი ლამაზ-მოცინარობენ!
მარჩბივნი მარიხნი სისხლის მღვრელობენ,ყორნის ბოლოს გაშლით მომზიდველობენ,აბაშ-ინდნი მას გუშაგად მცველობენ,სათად წამწამს ხშირად შეისარობენ!
მელნის ტბათა აღელვებს შვენებითა,მშვილდ-რაინდობს ქამანდის ჩვენებითა,უკვდავებას მოგვცემს ხელოვნებითა;თვით-მპყრობელნი ჩემზედ კეისარობენ!
ლამპარად გვამისა ეს იცხადების;ამის მსგავსი მარავსა იბადების;მასთან მყოფი ნიადაგ განახლდების.ქვეყანასა აწუხებენ, ხარობენ!
ბესიკი (გაბაშვილი ბესარიონ)

ბესიკი (გაბაშვილი ბესარიონ): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი