პოეზია · ლირიკა
ქართველებო, ერთმანეთი დავინდოთ
ფუი ეშმაკს!../ეშმაკები გვაზის მხრებზე!../ქართველებო,ერთმანეთი დავინდოთ!..სანამ მეფობს ჩვენს სულებში თამარ მეფე,სანამ ჩვენში დავით მეფე დავითობს!..ფუი, ეშმაკს!../ვინ დაგვწყევლა ასე გულით!../ძმა ძმის აუგს მთელს ქვეყანას გაჰკივის,ბევრი გვქონდა სისხლიანი გაზაფხული,შემართება იყო ეს 9 აპრილი!..... მაგრამ, ძმებო,ბაზალეთი გვტკივა მეტად!../ძმა ძმისაკენ სასიკვდილოდ მიიწევს!../და ქართველი ქართველისგან ისევ კვდება,ხატს და მირონს, ჯიშს და ჯილაგსივიწყებს!..ფუი ეშმაკს!../ღმერთი ჩვენთვის აღარ იცლის.../უცხო ტომი ხელებს ითბობს ღადარზე!..ქართველებო,ახლა უნდა დავდოთ ფიცი,თუ გვინდა, რომ მომავალი გადარჩეს!..ფუი, ეშმაკს!../ეშმაკები გვაზის მხრებზე!../ქართველებო,ერთმანეთი დავინდოთ!..სანამ მეფობს ჩვენს სულებში თამარ მეფე,სანამ ჩვენში დავით მეფე დავითობს!..