↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საქართველოს

ქუთათელაძე ბადრი

2020-07-121 წთ საკითხავი1444 ნახვა

—
არ შემიძლია, უტკივილოდ შენ რომ გიყურო,შინაურისგან დაპყრობილო და გაყიდულო!..ვალში ვართ შენთან, ფარნავაზო, მეფევ პირველო,ათასეული წლების მერე უნდა გიმღეროთ...ვალში ვართ შენთან და სიშორე აღარ გვაშინებს,თითქოსდა ახლა გიპოვეთ და აღმოგაჩინეთ!შორით გვიცქერის, დავით მეფე, მეფე თამარი!სიყვარულშია ჩვენი ხსნა და გამოსავალი...აგერ, გაისმის ლაფშა ცხენის ტორთა თქარუნი,ეს ცოტნე მოდის, დადიანი _ და სიყვარული!..გვმოძღვრავს, უბრალო, წვეროსანი,მღვდელი თევდორე...თავისი ნებით სისხლი ჩვენი მამულს ვერ ტოვებს...და ეს დრო ჩქარი ჭირ-ვარამში როგორ გავიდა,სირცხვილი ჩვენი!.. ძეგლი ახლა უნდა დაგიდგათ...არ შემიძლია, უტკივილოდ შენ რომ გიყურო,შინაურისგან დაპყრობილო და გაყიდულო!..

ქუთათელაძე ბადრი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი